როგორ რეაგირებს "კვარა" უარყოფით კომენტარებზე და რატომ ეჩხუბება საკუთარ თავს? | Allnews.Ge

როგორ რეაგირებს "კვარა" უარყოფით კომენტარებზე და რატომ ეჩხუბება საკუთარ თავს?

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია - ფეხ­ბურ­თე­ლი, რომ­ლის სა­ხე­ლის გა­გო­ო­ნე­ბაც ყვე­ლა ქარ­თველს სი­ა­მა­ყით ავ­სებს, რომ­ლის მო­ე­დან­ზე გა­მო­ჩე­ნა­საც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა მი­ლი­ო­ნო­ბით გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ხვი­ჩას თა­მა­შე­ბის ნახ­ვი­სას ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად ამ­ბო­ბენ ფრა­ზას - "სიზ­მარ­ში ვართ." არა, სიზ­მარ­ში არ ვართ, "კვა­რამ" ნამ­დვი­ლად მო­ნუს­ხა თა­ვი­სი ნი­ჭით სრუ­ლი­ად სა­ფეხ­ბურ­თო სამ­ყა­რო. ამის დას­ტუ­რად ისიც საკ­მა­რი­სია, რომ ხვი­ჩა "ოქ­როს ბურ­თის" ნო­მი­ნან­ტებს შო­რის მე­ა­თე ად­გილ­ზეა.

ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ­ზე გა­მო­ვი­და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი KVARA On Fire, რომ­ლის ავ­ტო­რიც სა­ლო­მე ბე­ნაშ­ვი­ლია. ფილმში კვა­რა­ცხე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს და თა­ვის ნე­ა­პო­ლურ ცხოვ­რე­ბა­ზე უყ­ვე­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს.

ამ­ბობს, თუ რო­გო­რი მად­ლი­ე­რია გულ­შემ­ტკივ­რე­ბის და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო და რამ­დე­ნად დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა მის­თვის კრი­ტი­კა და უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი.

kvara2-39202-1668843128.jpg

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია: "ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულს და იმ­ხე­ლა სით­ბოს ვგრძნობ, რომ სტა­დი­ო­ნი­დან უნდა და­ვუბ­რუ­ნო გულ­შე­მატ­კი­ვარს. ვცდი­ლობ ხოლ­მე რომ კო­მენ­ტა­რე­ბი არ წა­ვი­კი­თხო, რად­გან შე­იძ­ლე­ბა კარ­გად არ იმოქ­მე­დოს. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევ­რი კარ­გი კო­მენ­ტა­რი იყოს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ცუ­დიც.

ვინც მხარს მი­ჭერს და სულ ჩემ გვრდი­თაა, იმ ად­მი­ა­ნებს ძა­ლი­ან დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი, მად­ლი­ე­რი ვარ. ცუდ კო­მენ­ტა­რებს კი სა­მო­ტი­ვა­ცი­ოდ ვი­ყე­ნებ. ზოგი ისეთ რა­ღა­ცას მწერს, რომ მერე მინ­და, მალე გა­ვი­დე მო­ე­დან­ზე (სა­პი­რის­პი­რო და­ვამ­ტკი­ცო).

თუ რამე ისე არ გა­მო­მი­ვი­და, ჩემ თავ­თან მარ­ტო ვრჩე­ბი და ვე­ჩხუ­ბე­ბი ჩემ თავს, რომ რა­ღაც და­ვა­კე­ლი და უნდა შევ­ცვა­ლო, ან უფრო მეტი უნდა გა­ვა­კე­თო.

ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე ამ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, სპა­ლე­ტი ძა­ლი­ან მა­გა­რი მწვრთნე­ლია, ბი­ჭე­ბიც ძა­ლი­ან მა­გა­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან და ბევ­რს ვსწავ­ლობ მათ­გან.

რას ნიშ­ნავს კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის მა­რა­დო­ნას სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე თა­მა­ში:ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს აქ თა­მა­ში, ძა­ლი­ან დიდი გუნ­დია "ნა­პო­ლი", იტა­ლი­ა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა. მი­თუ­მე­ტეს, მა­რა­დო­ნა თა­მა­შობ­და ამ გუნდში. ეს რომ ჩემ­თვის ადრე ეთ­ქვათ, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­მე­აზ­რე­ბი­ნა რომ ამ გუნდში თა­მა­ში შე­მეძ­ლო. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ ამით.

როცა სავ­სე "მა­რა­დო­ნას სტა­დი­ო­ნი" და­ვი­ნა­ხე, ემო­ცი­ებ­ში ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, რომ არ ავ­ყო­ლო­დი ამ ემო­ცი­ებს, ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­რე­მო იყო. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი არ ჩერ­დე­ბოდ­ნენ და მივ­ხვდი, რომ უკვე მეც ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი, მეც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ვი­ყა­ვი. მინ­და, რომ ძა­ლი­ან ბევ­რმა ქარ­თველ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა გა­მოს­ცა­დოს ეს ემო­ცი­ე­ბი და ბევ­რმა მი­აღ­წი­ოს მი­ზანს. განაგრძეთ კითხვა

myquiz