"ფული არ მქონდა, ლექსების კრებული რომ დამებეჭდა"- რას ჰყვება კოსტა სანიკიძე პირად ცხოვრებაზე? | Allnews.Ge

"ფული არ მქონდა, ლექსების კრებული რომ დამებეჭდა"- რას ჰყვება კოსტა სანიკიძე პირად ცხოვრებაზე?

გადაცემა „პრაიმ ჰაუსი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად განხილვადი პროექტია.

მისი ერთ-ერთი მონაწილეა კონსტა სანიკიძე, რომლის პირადი ცხოვრებაც ბევრს აინტერესებს. მონაწილის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით "პრაიმტაიმმა" კოსტა სანიკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის პირად ცხოვრებაზე საუბრობს. გთავაზობთ ფრაგემნტებს ინტერვიუდან.

კოსტა მსახიობია, წერს ლექსებს და 36 სიმღერის ავტორია. პროექტის მონაწილე იხსენებს, როდის და როგორ დაიწყო შემოქმედებითი საქმიანობა.

kosta-sanikidze-w-h-1668763022.jpeg

კოსტა სანიკიძე: - რაც თავი მახსოვს, იმის შემდეგ შემოქმედებითად ვარ. მეორე კლასში ვიყავი ალბათ, პირველი ლექსი რომ დავწერე. თავიდან ვერ ვხვდებოდი, მეგონა, რომ ერთი ჩვეულებრივი მომენტი იყო და ასე ეტაპობრივად მოვიდა. მერე წერის სტილი, მანერა, მიმდინარეობა... რითაც დავიწყე ბოლომდე იმას გავყევი და განვავითარე.

ამ ყველაფერთან ერთად მელოდიებიც წამოვიდა. რომ ვწერდი, მივხვდი, რომ ამას მელოდია, ხასიათი, მდგომარეობა მოჰყვებოდა. ასე შემოვიდა მუსიკა/სიმღერა ჩემს ცხოვრებაში.

სიმღერებში პოეზიის დიდი აქცენტია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ღერძია. ახლა რომ გითხრათ, მომღერალი ვარ-თქო, მოგატყუებთ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ენერგია, რომელიც მიდის ადამიანის ენერგიებამდე და ურთიერთქმედება ხდება.

17 წლის ვიყავი, როდესაც სპეციალური საჭიროების მქონე პირის როლი ვითამაშე, „ორ ბორბალში“. რეკლამებს არ ვთვლი, იყო პატარ-პატარა გადაღებები. მეორე მთავარი როლი ახლა დავამთავრე, გიორგი მეგრელიშვილთან. იქაც საინტერესო პერსონაჟს ვთამაშობ, დამოკიდებულ ადამიანს, რომელიც აგდებს პრეპარატებს, ალკოჰოლს და ნარკოტიკს. თავის ნახევარ ძმასთან ერთად კეტავენ რომელიღაცა სახლის სხვენში, ფსიქოლოგიური თრიელია.

sddefault-1668763040.jpg

კრებული არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა. თანხა მომთხოვეს და ძალიან შემრცხვა. არც იმის ფული მქონდა, რომ დამებეჭდა და იმისიც შემრცხვა, ამდენი სტამბაა... რომ გადავხედე, ვის აქვთ დაბეჭდილი და გამოშვებული, მაგრად შემრცხვა.

ეს სადღაც 1 წლის წინ იყო, ახლაც მზად მაქვს, მაგრამ არავინ ინტერესდება. არ მყავს პროდიუსერი, მენეჯერი, კონცერტებსაც არ მატარებინებენ. 36 სიმღერის ავტორი ვარ. ალბომებიც ვერ დავამთავრე, იმიტომ, რომ მაგის ფინანსები არაა"- აცხადებს ის.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, კოსტა სანიკიძე ადასტურებს, რომ ჰყავდა ცოლი, თუმცა ახლა მასთან ერთად აღარაა.

maxresdefault-1668763062.jpg

myquiz