"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება | Allnews.Ge

"მხოლოდ აგარაკების ტერიტორია კი არა, გარშემო ადგილებიც მიაქვთ..." - აფხაზეთში "ბიჭვინთის აგარაკებთან" დაკავშირებით მღელვარება იზრდება

აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­ყე­ნე­ბულ პი­რო­ბებს რუ­სე­თი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. "ამის შე­სა­ხებ მათ უკვე გა­მოგ­ზავ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი", - წერს "Нужная газета."

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ბიჭ­ვინ­თის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის რუ­სე­თის­თვის გა­და­ცე­მის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბამ­დე, სო­ხუ­მი ითხოვ­და, რომ დო­უ­მენ­ტში შე­ეც­ვა­ლათ ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც "კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის არას­წო­რად მი­თი­თე­ბის გამო უფრო დი­დია, ბევ­რად მეტი ტე­რი­ტო­რი­აა შე­ტა­ნი­ლი, ვიდ­რე "ბიჭ­ვინ­თის სა­ხელ­მწი­ფო აგა­რა­კე­ბი" მო­ი­ცავს.

გარ­და ამი­სა, სო­ხუ­მი შე­თან­ხმე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი პუნ­ქტის ჩარ­თვას ითხოვ­და, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მე­სა­მე პი­რებ­ზე ტე­რი­ტო­რი­ის გა­და­ცე­მა შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა,აფხა­ზუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, "რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აფხა­ზე­თის "პარ­ლა­მენ­ტის" მიერ დო­კუ­მენ­ტის "რა­ტი­ფი­ცი­რე­ბამ­დე", მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ შევა."

აფხა­ზი "პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა" და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­საზ­რე­ბით, მსგავ­სი ფორ­მით, დო­კუ­მენ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ ფორ­მით ძა­ლი­ან დიდი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლია. იმ ფონ­ზე, რომ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ინალ არ­ძინ­ბა, აფხა­ზეთ­ში მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბად აცხა­დებს და მათი საქ­მი­ა­ნო­ბის აკ­რძალ­ვას ითხოვს, ისი­ნი "ბიჭ­ვინ­თის აგა­რა­კე­ბის" სა­კი­თხზე კრი­ტი­კას ერი­დე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ აფხა­ზეტ­ში ახლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი ინალ არ­ძინ­ბას კლა­ნის­თვის "გზის მო­სუფ­თა­ვე­ბის" მცდე­ლო­ბაა. მათი თქმით, არ­ძინ­ბას აღი­ზი­ა­ნებს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა, რომ­ლე­ბიც აფხა­ზეთ­ში რუ­სულ პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კე­ბენ. კერ­ძოდ, ქუ­ჩა­ში ახალ­გაზ­რდე­ბის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი ბა­ნე­რე­ბი, სა­დაც წე­რია, რომ "მე­გობ­რო­ბის ნაც­ვლად მი­წას არა­ვინ ითხოვს."

განაგრძეთ კითხვა

myquiz