„ქართული ოცნება“, „ალტ ინფო“, „ლელო“ - რა მოცულობის შემოწირულობა მიიღეს მიმდინარე წელს პარტიებმა | Allnews.Ge

„ქართული ოცნება“, „ალტ ინფო“, „ლელო“ - რა მოცულობის შემოწირულობა მიიღეს მიმდინარე წელს პარტიებმა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში პარტიებმა სულ 1 944 073 ლარის შემოწირულება მიიღეს.

9 თვეში ყველაზე მეტი თანხა, 666 000 ლარი (34%) „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დაუგროვდა..TI-ს ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების აბსოლუტური უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერაა განხორციელებული. ყველაზე დიდი თანხა 10 0000 ლარი კი, პრემიერის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა შესწირა

2022 წლის 1 იანვრიდან 1 ოქტომბრამდე პარტიების მიერ მიღებული შემოწირულებები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 666 000 ლარი;
  • „კონსერვატიული მოძრაობა“ („ალტ-ინფო“) - 393 611 ლარი;
  • „ლელო საქართველოსთვის“ - 370 600 ლარი;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 212 907 ლარი;
  • „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 130 484 ლარი;
  • „ელენე ხოშტარია - დროა“ - 63 927 ლარი;
  • „საქართველოსთვის“ - 37 271 ლარი;
  • „ევროპელი სოციალისტები“ - 27 800 ლარი;
  • „ხალხისთვის“ - 15 914 ლარი;

განაგრძეთ კითხვა