ვიტალიკ ბუტერინი - რუსეთში დაბადებული და ემიგრაციაში გაზრდილი ბიჭის ისტორია, რომელმაც “ყველაზე ახალგაზრდა კრიპტო მილიარდერის“ ტიტული მოიპოვა
რუსი-კანადელი პროგრამისტი ვიტალიკ ბუტერინი კრიპტო-საზოგადოებაში 2011 წლიდან გამოჩნდა. ის Ethereum-ის შემქმნელია, რომელმაც ბიტკოინის აღორძინებაშიც საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა.
Ethereum არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს როგორც გლობალური კომპიუტერი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის (DApps).
საინტერესოა, ვინ არის ვიტალიკ ბუტერინი, რომელმაც კრიპტო სფეროში პოზიციონირებით 4 მილიარდი დოლარის პირადი ქონება გამოიმუშავა და კრიპტო-მილიარდერთა შორის ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი გახდა.
ადრეული ცხოვრება
ვიტალიკ ბუტერინი 1994 წლის 31 იანვარს რუსეთში, კოლომნაში, დაიბადა. როდესაც ის ექვსი წლის იყო, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მისმა მშობლებმა კანადაში საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტეს. ბუტერინი სკოლაში კანადაში სწავლობდა. ბავშვობაში მას “მათემატიკის საოცრებას“ ეძახდნენ. ვიტალის არ უყვარდა სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
ბიტკოინით ვიტალიკი 2011 წელს დაინტერესდა. თავიდან ის ვერ მიხვდა, როგორ შეიძლება რაიმე ღირდეს ხელშესახები მხარდაჭერის გარეშე. მაგრამ რაც უფრო მეტ ცოდნას იძენდა, სულ უფრო და უფრო მოსწონდა. მას სურდა, ამ ახალ და ექსპერიმენტულ ეკონომიკაში ტოკენების შეძენით მონაწილეობა მიეღო, მაგრამ ბიტკოინის შესაძენად სახსრები არ გააჩნდა. ამიტომ, რამდენიმე საიტზე ბიტკოინთან დაკავშირებული სამუშაოები მოძებნა. წერდა ბლოგებს, რაშიც ანაზღაურების სახით - თითო სტატიაში 5 ბიტკოინს იღებდა.
2013 წელს ბუტერინი ბიტკოინის დეველოპერებს შეხვდა. სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ შეეძლო ახალი, პოტენციურად უფრო დიდი ვერსიის შექმნა. ამ კონცეფციის საილუსტრაციოდ მან ბიტკოინი შეადარა კალკულატორს, პოტენციური ბლოკჩეინი კი სმარტფონს.
Ethereum-ის დაბადება
თავისი კონცეფცია ვიტალიკ ბუტერინმა 2013 წლის ბოლოს Whitepaper-ში გამოაქვეყნა, რომელიც მისმა რამდენიმე მეგობარმა დიდი ენთუზიაზმით მიიღო. შედეგად, წინადადების განსახილველად ვიტალიკს ოცდაათზე მეტი ადამიანი დაუკავშირდა. თავდაპირველად, Ethereum-ის კონცეფცია ძირითადად ციფრულ ფულს ეხებოდა. 2014 წლის იანვრის ბოლოს, გუნდმა დაადგინა, რომ გონივრულად მარტივია ფაილების დეცენტრალიზებული შენახვის შექმნა. პროექტი საჯაროდ დაინერგა 2014 წლის იანვარში. ძირითადი გუნდი იყო: ვიტალიკ ბუტერინი, მიჰაი ალისე, ენტონი დი იორიო, ჩარლზ ჰოსკინსონი, ჯო ლუბინი და გევინ ვუდი. განაგრძეთ კითხვა