საქსტატი- საქართველოში საარსებო მინიმუმი 253.9 ლარი გახდა | Allnews.Ge

საქსტატი- საქართველოში საარსებო მინიმუმი 253.9 ლარი გახდა

2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 6.6 ლარით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 253.9 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2022 წლის სექტემბერში ეს მაჩვენებელი 247.3 ლარი იყო.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2022 წლის ოქტომბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 29,7 ლარით არის გაზრდილი. გასული წლის ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 224.2 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 219.1 ლარის ნაცვლად, 224.9 ლარი გახდა. რაც შეეხება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 198.5 ლარს შეადგენდა. განაგრძეთ კითხვა

myquiz