„მილიონი ვიშოვე და ოთხი ცოლი მყავდა“ - რას ყვება გოგა ჯაბაური პირად ცხოვრებაზე? | Allnews.Ge

„მილიონი ვიშოვე და ოთხი ცოლი მყავდა“ - რას ყვება გოგა ჯაბაური პირად ცხოვრებაზე?

გადაცემა „პრაიმ ჰაუსი“ ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხშირად განხილვადი პროექტია.

მისი ერთ-ერთი მონაწილეა გოგა ჯაბაური, რომლის პირადი ცხოვრებაც ბევრს აინტერესებს.

როგორც თავად ამბობს, 29 წლის ასაკში მილიონის შოვნაც მოახერხა და 4 ცოლი ჰყავდა.

„3 შვილი მყავს. როდესაც ურთიერთობა ტოქსიკურობამდე მიდის, სჯობს, სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და დაშორდნენ. ბარის ინდუსტრიაში ვარ, სულ ივენთებია, ფესტივალები...

goga-w-h-1668413864.jpeg

ცენტრალურ აზიაში ვცხოვრობდი, ყაზახეთში. მქონდა ნახევარ-მილიონიანი ბიზნესი, „ქონექთინგით“ ვიშოვე მილიონი. რეალურად მილიონი არც ისე ბევრია, როგორც წარმოგვიდგენია. ამ ფულით ბინები ვიყიდე.

17 წლის ვიყავი, პირველი ცოლი რომ მოვიყვანე, მაშინ მოდაში იყო. 4-ჯერ შევქმენი ოჯახი, არცერთხელ არ გამოვიდა, თუმცა ფარ-ხმალს არ ვყრი. ურთიერთობები ალბათ იმიტომ არ გამომდის, რომ ვარ ძალიან მკაცრი და პედანტი, არ შემიძლია ქაოსი."- ამბობს მონაწილე.

myquiz