წვიმა, ყინვა, მზიანი ამინდი- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? | Allnews.Ge

წვიმა, ყინვა, მზიანი ამინდი- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

10 ნოემბერს ქუთაისში +19 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმას ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +18 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

მესტიაშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა ნავარაუდევი ბორჯომშიც, სადაც დღისით +10, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში წვიმაა მოსალოდნელი. +11 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღისით +4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა. ომალოში დღისით +5 ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.

რუსთავში უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექოს ჩაივლის დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

myquiz