3 ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური მომსახურება და მათი ფასები სხვადასხვა კლინიკაში
თუ სტომატოლოგიური მომსახურების მიღება გჭირდებათ და კლინიკას არჩევთ, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ალბათ სტომატოლოგიური კლინიკის ფასებია. სტომატოლოგიური კლინიკის ფასები თბილისში მნიშვნელოვნად განსხვავდება და სხვადასხვა კრიტერიუმზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ფასი მომსახურების შესაბამისია და არაადეკვატურად დაბალ ფასად მაღალი დონის მომსახურების მიღება შეუძლებელია.
ფასები სამი ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური მომსახურების მიხედვით განვიხილოთ. ესენია: იმპლანტი, ვინირი/გვირგვინი და წმენდა/გათეთრება. საშუალო ფასის დასადგენად, თბილისის რამდენიმე წამყვანი სტომატოლოგიური კლინიკის ფასი გავარკვიეთ. შედეგი კი ასე გამოიყურება:
● იმპლანტების ფასი 900 ლარიდან იწყება და 4,500 ლარამდე ადის. ფასი დამოკიდებულია პროდუქტის ბრენდსა და მწარმოებელ ქვეყანაზე. რაც უფრო მაღალი დონის ბრენდის იმპლანტს აირჩევთ, მით უფრო ძვირის გადახდა მოგიწევთ.
● გვირგვინების ფასი 350 ლარიდან იწყება და 900 ლარამდე ადის, ვინირები კი - 500-900 ლარი.
● რაც შეეხება კბილების წმენდასა და გათეთრებას, წმენდის ღირებულება 150-200 ლარია, გათეთრება - 500-900 ლარი.
როგორც ვნახეთ, თბილისის წამყვან სტომატოლოგიურ კლინიკებშიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ფასი. სხვაობა კიდევ უფრო თვალსაჩინოა შედარებით დაბალი დონის კლინიკებში. მიზეზი კი ის კრიტერიუმებია, რომლებიც ზოგადად ფასს განსაზღვრავენ. მათ შორის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამუშაო მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის ხარისხს. რაც უფრო მაღალტექნოლოგიურია სტომატოლოგიური კლინიკა, მით უკეთეს მომსახურებას მიიღებთ. მაგალითად, თანამედროვე კლინიკები სრულად ციფრული აპარატებით მუშაობენ, რაც ექიმებს მაქსიმალური სიზუსტით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. რაც შეეხება თავად ექიმებს, მნიშვნელოვანია, რომ ისინი მუდმივად იღებდნენ განათლებას და გადიოდნენ ტრენინგს/გადამზადებას ახალი მასალებითა და ინოვაციური აპარატურით მუშაობის შესახებ. სტომატოლოგიური კლინიკის ფასის განსაზღვრისასა ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მომსახურების დონეს, რაც ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვადასხვა სტომატოლოგიური მიმართულება, გარემო უნდა იყოს კომფორტული და პერსონალი - კეთილგანწყობილი.
სწორედ ზემოთდასახელებული კრიტერიუმები განსაზღვრავს ზოგადად სტომატოლოგიური კლინიკების ფასებს. ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად სასაუბროდ კი თბილისის ერთ-ერთ წამყვან კლინიკას „ბლიც დენტალ - კახაბერ ხარებავას კლინიკას“ მივმართეთ.
კლინიკებს შორის ერთსა და იმავე პროცედურაზე განსხვავებულ ფასს უამრავი დეტალი განსაზღვრავს. ჩვენი კლინიკის მაგალითზე რომ გითხრათ, ჩვენ ვართ
მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორი კავკასიის რეგიონში. Dentsply Sirona პროფესიონალური სტომატოლოგიური აპარატურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში. გვაქვს ჩვენივე ლაბორატორია, სადაც კონსტრუქციები ადგილზე მზადდება. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალებს როგორც იმპლანტების, ისე ვინირების, გვირგვინების და კარიესის მკურნალობის შემთხვევაში. მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი ექიმები უწყვეტი განათლების პროცესში იყვნენ ჩართულები. სწორედ ეს საკითხები განაპირობებს როგორც მომსახურების ხარისხს, ისე მის ფასს,“ - განმარტავენ კლინიკაში.
ზემოთდასახელებული სამი ყველაზე პოპულარული სტომატოლოგიური მომსახურების მსგავსად განსხვავდება ფასი სხვა პროცედურებზეც სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკაში. მათი არჩევისას მხოლოდ ფასით ნუ იხელმძღვანელებთ.
(R)