რა არის ღრძობა და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?
ღრძობა არის სახსრის ირგვლივ იოგების აპარატის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია უხერხული მოძრაობით. უპირატესად გვხვდება კოჭ-წვივის, მაჯის და მუხლის სახსრებში.იოგების დაზიანება შეიძლება იყოს სხვადასხვა ხარისხის.
მსუბუქი(პირველი ხარისხი) - მოიცავს მხოლოდ მცირე ოდენობის ბოჭკოების გაწყვეტას, რაც იწვევს მსუბუქ ტკივილს შეხებაზე და მინიმალურ შეშუპებას;
ზომიერი(მეორე ხარისხი) - არის ქსოვილის ნაწილობრივი რღვევა უფრო მეტი შეშუპებით და შეხებაზე ტკივილით
მძიმე(მესამე ხარისხი) - მოიცავს იოგის სრული გაწყვეტა, სერიოზული შეშუპებით.
ღრძობის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს ტკივილს, შეშუპებას, ფუნქციის დაქვეითებას და დაჟეჟილობას. მსუბუქი ღრძობა თავად გაივლის, თუმცა სრული ფუნქციის დასაბრუნებლად 3-დან 6 კვირამდეა საჭირო. მოტეხილობის გამოსარიცხად სასურველია დაზიანებული ნაწილის რენტგენის გადაღება.
ღრძობის კლინიკური გამოვლინებები მოიცავს: ტკივილს, შეშუპებას, ფუნქციის დაქვეითებას და დაჟეჟილობას. მსუბუქი ღრძობა თავად გაივლის, თუმცა სრული ფუნქციის დასაბრუნებლად 3-დან 6 კვირამდეა საჭირო. მოტეხილობის გამოსარიცხად სასურველია დაზიანებული ნაწილის რენტგენის გადაღება.
სასწრაფო გადაუდებელი მოვლა მოიცავს შემდეგ ღონისძებებს:
აქტივობის შეწყვეტას და მოძრაობის შეზღუდვას;
დაზიანებულ ადგილას ყინულის კომპრესების დადებას(კრიოთერაპია) - სიცივე იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ტკივილის იმპულსების გადაცემის შემცირებას.