"არ მეგულება ვინმე, ვინც მასზე ცუდს იტყვის" - რას ჰყვებიან აღაიანში ავტოავარიისას დაღუპულ ახალგაზრდა ქალზე? | Allnews.Ge

"არ მეგულება ვინმე, ვინც მასზე ცუდს იტყვის" - რას ჰყვებიან აღაიანში ავტოავარიისას დაღუპულ ახალგაზრდა ქალზე?

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­თან გუ­შინ ავა­რია მოხ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა სა­ჭეს­თან მყო­ფი ახალ­გაზ­რდა, სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნა - ბელა მცხვე­თა­ძე. სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა მას­თან ერ­თად მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მე­ო­რე მგზავ­რი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ გო­გო­ნა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

ბელა მცხვე­თა­ძე კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სამ­თა­ვი­სის მა­ცხოვ­რე­ბე­ლია. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ კრი­მი­ნა­ლის­ტე­ბი და გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო და ტრა­გე­დი­ის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ად­გე­ნენ. ბელა მცხვე­თა­ძის ცხე­და­რი ჯერ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს, შემ­დეგ კი - მშობ­ლი­ურ სო­ფელ­ში, სამ­თა­ვის­ში მი­ას­ვე­ნეს.

ბელა მცხვე­თა­ძე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ავი­ა­ცი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და და მა­ხა­თა­ზე არ­სე­ბულ სამ­ხედ­რო ნა­წილ­ში იყო. ძა­ლი­ან უჭირთ წარ­სულ დრო­ში მას­ზე სა­უ­ბა­რი მის მე­გობ­რებს. ცრემ­ლებს ვერ იკა­ვებ­და მისი მე­გო­ბა­რი ნა­თია მა­ღალ­ფე­რი­ძე. ტი­რი­ლით მი­თხრა, ძა­ლი­ან მი­ჭირს, ბელა ჩემი საყ­ვა­რე­ლი მე­გო­ბა­რი იყოო...

"ბელა სა­ოც­რად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და თავ­ზარ­დამ­ცე­მია, რაც მოხ­და. ჩვენ ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ გა­ვი­ცა­ნით, მა­შინ ბელა და მე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მი­ვე­დით. სა­ნამ კონ­ტრაქტს გა­ვა­ფორ­მებ­დით, კა­რან­ტი­ნის გავ­ლა ერ­თად მოგ­ვიხ­და, იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და ერთ ოცე­ულ­ში ვი­ყა­ვით. ის იყო სა­ო­ცა­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი, სი­ცო­ცხლით სავ­სე გო­გო­ნა, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, უამ­რავ სით­ბო­სა და სიყ­ვა­რულს აფ­რქვევ­და. არა­სო­დეს არა­ვის­თვის გული რომ არ უტ­კე­ნია, ისე­თი იყო ბელა, მარ­თლაც ძა­ლი­ან მა­გა­რი ადა­მი­ა­ნი და არ მე­გუ­ლე­ბა ვინ­მე, ვინც მას­ზე ცუდს იტყვის. ის იყო გოგო - პო­ზი­ტი­ვი, ხა­ლი­სი­ა­ნი, დიდი მიზ­ნე­ბით. კონ­ტრაქ­ტით ვი­ყა­ვით ჯარ­ში და ბელა გორ­ში გა­დი­ო­და ენის კურ­სებს. უნი­ჭი­ე­რე­სი იყო და ოფიც­რო­ბა­ზე ჩა­ბა­რე­ბას აპი­რებ­და. დიდი გეგ­მე­ბი ჰქონ­და და - დიდი მო­მა­ვა­ლიც. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ბელა ჩვენ გვერ­დით არ იქ­ნე­ბა.

ერთი შვი­ლი ჰყავს, 15 წლის ბიჭი. მო­მიყ­ვა, წლე­ბის წინ მე­ო­რე ბავ­შვზე რომ დარ­ჩა ფეხ­მძი­მედ, თურ­მე, ისე ცუ­დად გახ­და, ძლივს გა­და­არ­ჩი­ნეს წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

myquiz