იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ- რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში? | Allnews.Ge

იჩქერია და დაღესტანი დამოუკიდებლობას ითხოვენ- რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში?

იჩ­ქე­რი­ის არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­უ­რი აჰ­მედ ზა­კა­ე­ვი, უკ­რა­ი­ნის­გან და­ღეს­ტნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბას ითხოვს.

"ჩვენ, იჩ­ქე­რია, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ელ ხალ­ხს კონ­ფე­დე­რა­ცი­ის ახალ ფორ­მას ვთა­ვა­ზობთ. ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ტექ­ტო­რა­ტის გავ­ლით მოხ­დე­ბა. ჩვენ ღიად ვა­ცხა­დებთ, რომ კავ­კა­სი­ა­ში არა­ვი­თა­რი ომი არ იქ­ნე­ბა" - ამ­ბობს ზა­კა­ე­ვი glavcom.ua-სთან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი კავ­კა­სი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...

გა­სულ კვი­რას გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მო­ხა­ლი­სე და­ღეს­ტნე­ლე­ბის­გან შექ­მნი­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის შე­სა­ხებ, რო­მელ­თა მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია რუ­სეთს და­მარ­ცხე­ბა და და­ღეს­ტნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბაა.

რუ­სუ­ლი მე­დია ბოლო ხა­ნებ­ში მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ რუ­სეთ­ში, შე­საძ­ლოა ქვეყ­ნის ცალ­კე­ულ სუ­ბი­ექ­ტე­ბად გა­მო­ყო­ფის გან­ხილ­ვის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გამ­კაცრ­დეს...

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იჩ­ქე­რი­ის თე­მის გა­და­ხედ­ვა და­ა­ვა­ლა, ვი­ნა­ი­დან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პე­ტი­ცი­ას უკვე 25 ათას­მა ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხელი...

kavkazr.com-თან სა­უ­ბარ­ში და­ღეს­ტნის ხალ­ხთა სრუ­ლი­ად უკ­რა­ი­ნის კონ­გრე­სის თავ­მჯდო­მა­რე და კრი­ვი­სა და კი­კბოქ­სინ­გის ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლი ახ­მად ახ­მე­დო­ვი ამ­ბობს, რუ­სე­თის და­სა­მარ­ცხებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ.

მან ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­ღეს­ტან­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც სპორ­ტის ერთ-ერთ სა­ხე­ო­ბა­ში მწვრთნე­ლი იყო. უკვე ხუთი წე­ლია უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობს, თუმ­ცა, რუ­სუ­ლი პას­პორ­ტით. და­ღეს­ტან­ში შვი­ლი და დედა დარ­ჩა. ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი შვი­ლი გა­აფრ­თხი­ლა, რომ მა­მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ცუ­დად და­ამ­თავ­რებ­და... დე­და­მი­სის სახ­ლს ძა­ლი­ან ხში­რად ჩხრე­კენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შვი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ისე­დაც იცი­ან. ახ­მა­დო­ვი ბა­ტა­ლი­ონს ხორ­ტის მო­ხა­ლი­სეა.

"ლუ­განსკის ოლ­ქში ყვე­ლა­ზე მძი­მე ბრძო­ლებ­ში მო­მი­წია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ვიბ­რძო­დი ლი­სი­ჩანსკში, სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ში, ტოშ­კოვ­კა­ში, პო­პას­ნა­ი­ა­ში, ორე­ხო­ვო­ში... ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­დან აქ ბევ­რნი ვართ. ახლა ჩეჩ­ნე­თი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი ად­გი­ლია მთელ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში. მო­სახ­ლე­ო­ბის მე­სა­მე­დი ამ ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კი­დევ ერთხელ გა­ნად­გურ­და.

არა­და, ჩე­ჩე­ნი ხალ­ხი იმ­სა­ხუ­რებს რომ მათი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი ოკუ­პი­რე­ბუ­ლად აღი­ა­რონ. კავ­კა­სი­ე­ლე­ბის­თვის ჩეჩ­ნე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ ვიმ­სა­ხუ­რებთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას, და­ღეს­ტნე­ლე­ბიც და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის სხვა ერე­ბიც... და­ღეს­ტა­ნი ძა­ლი­ან მდი­და­რია ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბით, მაგ­რამ გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლე­ვენ. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა აქვს. ტე­რი­ტო­რი­უ­ლად სომ­ხეთ­ზე დი­დია. იქ შე­იძ­ლე­ბა ეკო­ნო­მი­კის, ტუ­რიზ­მი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა, ოღონდ ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება სჭირ­დე­ბა... განაგრძეთ კითხვა

myquiz