რას ჰყვება 26 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ დავით მალტეზე საბერძნეთში წარმატებულ კარიერაზე? | Allnews.Ge

რას ჰყვება 26 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ დავით მალტეზე საბერძნეთში წარმატებულ კარიერაზე?

სამ­შობ­ლოს­გან 26-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი - და­ვით მალ­ტე­ზე (მა­ღალ­და­ძე) სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია: ხე­ლოვ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის - "სა­ჩუ­ქა­რი" ფარ­გლებ­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე წარ­დგა... სა­ბერ­ძნეთ­ში აწყო­ბი­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი კა­რი­ე­რის, სირ­თუ­ლე­ე­ბის, გუ­ლის­წყვე­ტის და სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე დღით დაბ­რუ­ნე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ და­ვით მალ­ტე­ზე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა...

306558025-10225380319708555-225350061610316441-n-35779-1667550856.jpg

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თე­ო­დორ ტერ­ზო­პუ­ლო­სის, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი გახ­ლავთ, თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ­დი. მარ­თა­ლია, თა­ვად ტერ­ზო­პუ­ლო­სის სპექ­ტაკლში არ მი­თა­მა­შია, თუმ­ცა მას მას­წავ­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევ: მისი თა­მა­შის მე­თოდს (რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნა­ში ას­წავ­ლი­ან) დაწ­ვრი­ლე­ბით ვიც­ნობ, პა­ტივს ვცემ და მის კო­მენ­ტა­რებს ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ. ბა­ტონ­მა ტერ­ზო­პუ­ლოს­მა წელს ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა: ჯერ თა­ვის სპექ­ტაკლში სა­თა­მა­შოდ მი­მიწ­ვია, რაც ჩემ­თვის დიდი მოვ­ლე­ნაა, შემ­დეგ კი - 26 წლის მერე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­მიყ­ვა­ნა, სა­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე და­პა­ტი­ჟეს. სპექ­ტაკლს, რო­მელ­შიც ვთა­მა­შობ, "გან­გა­ში" ჰქვია. პი­ე­სა თა­ვად ტერ­ზო­პუ­ლო­სის და­წე­რი­ლია და მა­რია სტი­უ­არ­ტი­სა და ელი­ზა­ბეთ I-ის მი­წერ-მო­წე­რას ეყ­რდნო­ბა...

- რო­გორ მოხ­და, რომ 26 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­შობ­ლო­ში არა­სო­დეს ყო­ფილ­ხართ?

- პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამ დრომ­დე ვერ ჩა­მო­ვე­დი, ის იყო, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში მთე­ლი ოჯა­ხით ვი­ყა­ვი. ამი­ტომ უფრო იოლი იყო, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვით. შემ­დეგ, როცა თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის გა­მო­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მირ­თულ­და. სულ ვმუ­შა­ობ­დი, რაც სა­ბერ­ძნეთ­ში ად­ვი­ლი არ არის: 2008 წლის შემ­დეგ კრი­ზი­სი რომ და­ი­წყო, უამ­რა­ვი მსა­ხი­ო­ბი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა. ბევ­რი თე­ატ­რი და­ი­ხუ­რა, ჩემს შემ­თხვე­ვა­ში კი პი­რი­ქით მოხ­და - 2007 წლი­დან გა­გა­ნია მუ­შა­ო­ბის პე­რი­ო­დი და­მე­წყო (იღი­მის): სულ კარგ სპექ­ტაკ­ლებ­ში მიწ­ვევ­დნენ კარ­გი რე­ჟი­სო­რე­ბი. ესეც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რომ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბის ხელ­ში მოვ­ხვდი, რომ­ლე­ბის­გა­ნაც ბევ­რი რამე ვის­წავ­ლე, ბევ­რს მი­ვაღ­წიე და რო­გორც მსა­ხი­ო­ბი, განვვი­თარ­დი. რა თქმა უნდა, გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა: მუ­შა­ო­ბა­ში მუ­დამ მოს­წავ­ლე­სა­ვით ვერ­თვე­ბი. ალ­ბათ, კი­დევ ბევ­რი რამე მაქვს და­სახ­ვე­წი. შრო­მა, ნა­ბი­ჯე­ბის წინ გა­დად­გმა არა­სო­დეს მე­ზა­რე­ბა.

15042057-1260481497329171-847186353832897844-o-35906-1667550872.jpg

- წლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბულს რო­გო­რი გან­ცდა და­გე­უფ­ლათ?

- ძლი­ე­რი შოკი მი­ვი­ღე, ოღონდ - სა­სი­ა­მოვ­ნო. 90-იან წლებ­ში, სა­ბერ­ძნეთ­ში გამ­გზავ­რე­ბი­სას ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი, უწყლო, უშუ­ქო, ცივი სა­ქარ­თვე­ლო დავ­ტო­ვე. სხვა­თა შო­რის, გამ­გზავ­რე­ბამ­დე, 3 წელი ჯარ­ში ვი­ყა­ვი. 21 წლი­სამ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი და­ვას­რუ­ლე. ქვე­ყა­ნა­ში პერ­სპექ­ტი­ვე­ბი არ იყო, მე კი დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღა­ცის­თვის მი­მეღ­წია. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტეთ, სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც გა­დარ­ჩე­ნას შევ­ძლებ­დით... ახლა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აე­რო­პორ­ტი­დან ჩა­მო­სულ­მა შეც­ვლი­ლი ქვე­ყა­ნა და­ვი­ნა­ხე. ჩემ­ზე ყვე­ლა­ფერ­მა ძლი­ე­რი ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და ბევ­რი რა­მის ნახ­ვა ვერ მო­ვას­წა­რი. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში აქა­უ­რო­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვა­პი­რებ, რომ დე­ტა­ლებს და­ვაკ­ვირ­დე, თუმ­ცა უკვე ცხა­დია, რომ უკე­თე­სო­ბის­კენ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია მომ­ხდა­რი. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღე­ვან­დე­ლო­ბა 90-იან წლებს ვერ შე­ედ­რე­ბა, ვა­ტყობ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლოა. მთავ­რო­ბე­ბი (რო­მე­ლი პარ­ტი­აც უნდა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში) ხალ­ხზე ისე მა­ინც არ ფიქ­რო­ბენ, რო­გორც ეს მათ სურთ. სა­ქარ­თვე­ლოს უფრო სწრა­ფი წინსვლა სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და. უფრო გა­მი­ხარ­დე­ბო­და, რომ ხალ­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბო­დეს და არა პი­რი­ქით - სამ­შობ­ლო­დან მი­დი­ო­დეს.

- დღეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა ისე­თია, რო­გო­რიც მა­შინ წარ­მო­გედ­გი­ნათ, როცა სამ­შობ­ლოს ტო­ვებ­დით?

- არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ჩა­სუ­ლი ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი გავ­ხდე­ბო­დი. სა­ბერ­ძნეთ­ში კა­ციშ­ვილს არ ვიც­ნობ­დით. არც ბერ­ძნუ­ლი ენა ვი­ცო­დით. რა თქმა უნდა, ქვე­ყა­ნა­ში კა­ნო­ნი­ე­რად შე­ვე­დით, მაგ­რამ ტუ­რის­ტულ ვი­ზას ვადა რომ გა­უ­ვი­და, 2 წელი უსა­ბუ­თოდ ვი­ყა­ვი. ქუ­ჩა­ში გას­ვლის მე­ში­ნო­და, რომ შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს არ და­ვე­კა­ვე­ბი­ნე და ჩემი დე­პორ­ტა­ცია არ მომ­ხდა­რი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, შემ­დეგ ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ბუ­თე­ბის გა­ცე­მა და­ი­წყო... ნელ-ნელა ენაც შე­ვის­წავ­ლე... ბავ­შვო­ბი­დან ხე­ლოვ­ნე­ბას­თან კავ­ში­რი მქონ­და: ხალ­ხურ სიმ­ღე­რა­ზე დავ­დი­ო­დი, გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი, ერთ-ერთ ჯგუფ­ში სა­ესტრა­დო სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ­დი. სა­ბერ­ძნეთ­ში, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ლო­ნიკ­ში ვცხოვ­რობ­დი. როცა უკვე ბერ­ძნუ­ლი ენა ვის­წავ­ლე, გა­დავ­წყვი­ტე, საქ­სო­ფონ­ზე დაკ­ვრა შე­მეს­წავ­ლა. ინ­სტრუ­მენ­ტი ვა­ლად აღე­ბუ­ლი თან­ხით ვი­ყი­დე და მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვი­ქი­რა­ვე. რამ­დე­ნი­მე თვე­ში უკვე დაკ­ვრა შე­მეძ­ლო. მუ­სი­კა­ლურ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, კაფე-ბა­რებ­ში ვუკ­რავ­დი, კონ­ცერ­ტებს ვა­ტა­რებ­დით... იხილეთ სრულად

myquiz