"უამრავი ქართველი ვნახე, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში, ნაგვის ბუნკერებთან ცხოვრობენ"- რას ჰყვება ქართველი ბიჭი, რომელიც მექსიკის გავლით აშშ-ში მიგრანტად ჩავიდა? | Allnews.Ge

"უამრავი ქართველი ვნახე, რომლებიც პირდაპირ ქუჩაში, ნაგვის ბუნკერებთან ცხოვრობენ"- რას ჰყვება ქართველი ბიჭი, რომელიც მექსიკის გავლით აშშ-ში მიგრანტად ჩავიდა?

ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ზე მე­ტია, თით­ქმის ყო­ველ­დღე ვი­გებთ, რო­გორ ცდი­ლობს ათა­სო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაკ­ვე­თოს მექ­სი­კა-ამე­რი­კის სა­ზღვა­რი, ჩაჰ­ბარ­დეს ამე­რი­კელ მე­სა­ზღვრე­ებს, გა­ი­ა­როს სა­ე­მიგ­რა­ციო ციხე და ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლას არ უმარ­თლებს, არ ნებ­დე­ბი­ან და შემ­დეგ­შიც ცდი­ან ბედს...

ბოლო თვე­ებ­ში, მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში მოხ­ვედ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­დან შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის ახა­ლი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. რო­გორც სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, ადრე თუ 40 წელს ზე­მოთ მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­დი­ოდ­ნენ, ახლა მიგ­რა­ცი­ის ასა­კი საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­და და სა­ქარ­თვე­ლო­დან 20-25 წლის ახალ­გაზ­რდე­ბი მი­დი­ან. არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათა­სი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და... გზის სირ­თუ­ლის, სიძ­ვი­რის, რის­კე­ბის, ეჭ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მი­დი­ან ოჯა­ხე­ბით, ფეხ­მძი­მე ცო­ლებ­სა და მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არ­სე­ბობს ათო­ბით ჯგუ­ფი, სა­დაც არა­ლე­გა­ლუ­რად წას­ვლის მსურ­ვე­ლე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ვინ­მე ჟე­ნი­ას, ქი­რი­მას, მა­მი­ას მომ­სა­ხუ­რე­ბას.

კი­თხუ­ლო­ბენ და აზუს­ტე­ბენ ფა­სებს, გზას, ვი­ზე­ბის სა­კი­თხებს... რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მექ­სი­კა­ში, სა­ზღვრის­პი­რა ქა­ლა­ქებ­ში, ქარ­თვე­ლებ­მა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შე­ნო­ბე­ბი იქი­რა­ვეს და ემიგ­რან­ტე­ბის­თვის სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი გახ­სნეს. მათი ვი­ზი­ტო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლი ან სხვა პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ემიგ­რან­ტე­ბი ე.წ. გა­დამ­ყვანს, 15-დან 20 ათას დო­ლა­რამ­დე უხ­დი­ან, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში სას­ტუმ­რო­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­დამ­ყვა­ნის­თვის წი­ნას­წარ გა­დახ­დილ თან­ხა­ში არ შე­დის.

36 წლის და­ვით ბა­თი­აშ­ვი­ლი, ერთ-ერთ სა­ჯა­რო უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ ამე­რი­კა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად წას­ვლა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი:

- ყვე­ლა­ფერს ვკი­თხუ­ლობ­დი, ამა თუ იმ ემიგ­რან­ტის შე­სა­ხებ მო­ყო­ლილ ამ­ბავს დე­ტა­ლუ­რად ვეც­ნო­ბო­დი და ვფიქ­რობ­დი: გო­გო­ნებ­მა, ფეხ­მძი­მე და ასა­კო­ვან­მა ქა­ლებ­მა თუ შეძ­ლეს ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა, რო­გორ ვერ უნდა შევ­ძლო-მეთ­ქი მე? ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ოჯა­ხის წევ­რებს რომ ვუ­თხა­რი, აღ­შფოთ­დნენ: სად უნდა წახ­ვი­დე, მექ­სი­კის სა­ზღვრის სირ­თუ­ლე­ებს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ე­მიგ­რა­ციო ციხე სა­ში­ნე­ლე­ბაა, ზოგი თვე­ო­ბით ვერ უკავ­შირ­დე­ბა ოჯახს და იქ შიმ­შილს, სი­ცი­ვეს, შიშს, გა­ურ­კვევ­ლო­ბას რო­გორ უნდა გა­უძ­ლოო? მაგ­რამ ავიკ­ვი­ა­ტე, - აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­ვი­დე-მეთ­ქი.

მე­გობ­რის­გან, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემ­თან მუ­შა­ობ­და, მეს­მო­და, რომ ბოლო თვე­ებ­ში მექ­სი­კის გავ­ლით ამე­რი­კა­ში მა­სობ­რი­ვად მი­დი­ოდ­ნენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი - პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბან­კის მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­მზრდე­ლე­ბი... ყვე­ლას ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი, სტა­ბი­ლუ­რიც კი, მაგ­რამ მათ ჩემ­სა­ვით, წინსვლის პერ­სპექ­ტი­ვა არ გა­აჩ­ნდათ. რო­დე­საც გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­დე­ბა, ფა­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა, 5 წლის წი­ნან­დე­ლი ხელ­ფა­სით ვერ იცხოვ­რებ. დრო ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე გა­დის, ვე­რა­ფერს ცვლი და ნერ­ვე­ბი გეშ­ლე­ბა. თუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ხელ­ფა­სი­დან ხელ­ფა­სამ­დე ვცხოვ­რობ­დი, ანუ შე­მო­სა­ვა­ლი რო­გორ­ღაც მყოფ­ნი­და, ბოლო ხა­ნებ­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვალი და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა, რა­საც ვის­ტუმ­რებ­დი და ორ-სამ კვი­რა­ში ისევ ვალს ვი­ღებ­დი. ასე გრძელ­დე­ბო­და წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს...

ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, ვინც მექ­სი­კის სას­ტუმ­რო­ში იყო, იმა­ვეს ჰყვე­ბო­და. პო­ლო­ნე­თის სა­მუ­შაო ვი­ზით წა­მო­ვე­დი ვარ­შა­ვა­ში, შემ­დეგ ლი­სა­ბონ­ში, იქი­დან - მექ­სი­კა­ში. რო­დე­საც კან­კუ­ნის სას­ტუმ­რო­ში დავ­ბი­ნავ­დი, გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბას მო­ე­რი­დე­თო. მე კი მა­ინ­ტე­რე­სებ­და, გარ­შე­მო რა ხდე­ბო­და და შე­ბინ­დე­ბულ­ზე გა­ვე­დი. იცით, თავი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გო­ნა, რად­გან სულ ქარ­თვე­ლე­ბის სა­უ­ბა­რი მეს­მო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად 64 წლის ქა­ლის და­ნახ­ვამ გა­მა­ო­ცა, სამ­ტრე­დი­ის ერთ-ერთი სკო­ლა­ში მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და. სამი თვეა და­ვა­ნე­ბე თავი სამ­სა­ხურს, რად­გან შვილს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და და მის სა­ბუ­თებ­ზე დავ­რბო­დი, მერე კი, მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­დაო... ათი დღე ყო­ველ­დღე ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს სას­ტუმ­როს ბი­ნა­და­რი ქარ­თვე­ლე­ბი და ვსა­უბ­რობ­დით. ყო­ფილ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა თქვა: მრცხვე­ნია ამის აღი­ა­რე­ბა, მაგ­რამ რაც წა­მო­ვე­დი, იმის მერე ოჯა­ხის წევ­რე­ბი კი არა, სკო­ლა, გაკ­ვე­თი­ლე­ბი, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მე­სიზ­მრე­ბა, სულ და­ფას­თან ვდგა­ვარ და ახალ გაკ­ვე­თილს ვხსნიო. 32 წელი მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში... იმის ნაც­ვლად, ტკბილ სი­ბე­რე­ზე ეფიქ­რა, სა­დღაც შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა­ზე, სა­მუ­შა­ოს შოვ­ნა­ზე ფიქ­რობ­და, ვა­ლე­ბი რომ გა­ეს­ტუმ­რე­ბი­ნა...

ერთხელ მოვ­დი­ვარ ამ ქვე­ყა­ნა­ზე, და­ლოც­ვი­ლი უფა­ლი ერთხელ მაძ­ლევს სი­ცო­ცხლეს და არ მინ­და, ეს წლე­ბი გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში გავ­ლიო. ვცდი მა­ინც ჩემი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას და თუ გა­მო­მი­ვი­და, მა­გას რა სჯობს, თუ არა­და, ის მა­ინც მექ­ნე­ბა სათ­ქმე­ლი, რომ უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის ვიბ­რძო­ლე...

94963670-border2-976getty-1667450548.jpg

- ისე­თე­ბიც არი­ან, ვი­საც პირ­ველ ცდა­ზე ამე­რი­კა­ში ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა რომ არ გა­მო­უ­ვი­და, არა?

- დიახ, ამის შე­სა­ხებ მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი, მაგ­რამ მექ­სი­კა­ში გა­ვი­ცა­ნი ხალ­ხი, ვინც მე­სა­მედ და მე­ო­თხედ ცდი­ლობ­და ამე­რი­კა­ში მოხ­ვედ­რას. უკან­და­სა­ხე­ვი არ გვაქ­ვსო, - მი­თხრეს... რო­დე­საც კან­კუ­ნი­დან ტი­ხუ­ა­ნა­ში ჩავფრინ­დით, გა­დამ­ყვა­ნებ­მა გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, ახლა აქე­დან ერთ-ერთ უახ­ლო­ეს და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში მი­გიყ­ვანთ და იქ სრულ­დე­ბა ჩვე­ნი "მი­სია", იმის იქით, თა­ვად უნდა უშ­ვე­ლოთ თავ­სო. ად­გი­ლი, სა­დაც მიგ­ვიყ­ვა­ნეს, სოფ­ლის და­სახ­ლე­ბას ჰგავ­და, ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი, ე.წ. ბე­ლე­ტა­ჟის სახ­ლე­ბით. ერთ-ერთ ეზო­ში შე­ვიკ­რი­ბეთ, ორა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ვიქ­ნე­ბო­დით. ეტა­პობ­რი­ვად მივ­ყავ­დით სა­ზღვრის­კენ. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ზოგს ყე­ლამ­დე მდი­ნა­რის გა­და­ლახ­ვა უხ­დე­ბო­და, ზოგი 15 წუ­თის სა­ვა­ლი გზის გავ­ლას 4 სა­ათს ან­დო­მებ­და.

შტა­ტებ­თან ეს 3140 კმ-იანი სიგ­რძის სა­ზღვა­რია, რო­მე­ლიც წლე­ბია, ჩემ­ნა­ი­რი არა­ლე­გა­ლი მიგ­რან­ტე­ბის თავ­შეყ­რის ძი­რი­თა­დი ად­გი­ლია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან მალე, უპ­რობ­ლე­მოდ გა­ვი­ა­რე ეს გზა, მდი­ნა­რე­ში რომ შე­ვე­დი, მუხლს ზე­მოთ იყო, ცივი, მაგ­რამ ასა­ტა­ნი. ეს სირ­თუ­ლე­ე­ბი და რის­კე­ბი წი­ნას­წარ გა­აზ­რე­ბუ­ლი მქონ­და... ამე­რი­კის მხა­რეს სვე­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ. იქ პლასტმა­სის ბოთ­ლე­ბით წყა­ლი დაგ­ვახ­ვედ­რეს, ხელ-პირი და­ვი­ბა­ნეთ და ამე­რი­კელ მე­სა­ზღვრე­ებს და­ვე­ლო­დეთ. ისი­ნიც იქვე იყ­ვნენ, მაგ­რამ ჩა­ბა­რე­ბის მსურ­ველ­თა რიგი იდგა. ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­მარ­თვეს, მათ შო­რის: სა­ბუ­თე­ბი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ზურგჩან­თა, რო­მელ­შიც ტან­საც­მე­ლი და სხვა რა­მე­ე­ბი მე­ლა­გა. თას­მე­ბიც კი შეგ­ვხსნეს, ყვე­ლა­ფე­რი ერთ პარკში მო­ა­თავ­სეს და და­ლუ­ქეს. შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნა­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. იქი­დან და­კა­ვე­ბის ოთახ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს... წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად