"როგორ გამოვიცნოთ, რომელი ვიტამინი გვაკლია" - გიორგი ღოღობერიძე სიმპტომების მიხედვით ვიტამინის ნაკლებობის ამოცნობას გასწავლით | Allnews.Ge

"როგორ გამოვიცნოთ, რომელი ვიტამინი გვაკლია" - გიორგი ღოღობერიძე სიმპტომების მიხედვით ვიტამინის ნაკლებობის ამოცნობას გასწავლით

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, როგორ შეიძლება იგრძნოთ ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა. რომელი სიმპტომით ვლინდება კონკრეტული ვიტამინისა თუ ელემენტის დეფიციტი და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება - ამის შესახებ ახალგაზრდა ექიმმა მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"როგორ გამოვიცნოთ, რომელი ვიტამინის ნაკლებობა გაქვთ. დარწმუნებული ვარ, ამ 7 სიმპტომიდან ერთი მაინც შეგაწუხებდათ ან გაწუხებთ დღესაც.

ადვილად მტვრევადი თმა და ფრჩხილები

ამ სიმპტომებს უხშირესად ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული აქტივობა იწვევს, ასევე ანემია და ვიტამინ B7-ის, იგივე ბიოტინის ნაკლებობა. მისი დეფიციტი ვლინდება ქრონიკული დაღლილობით, კუნთების ტკივილითა და სპაზმით. მის შესავსებად უნდა მიიღოთ კვერცხი, ხორცი, თევზი, თხილი, ისპანახი.

წყლულები პირში და ტუჩის კუთხეების ანთება

ეს ვიტამინ B2-ის ან ნებისმიერი B ჯგუფის ვიტამინის ნაკლებობა შეიძლება იყოს. ამ სიმპტომებს რკინის ნაკლებობაც იწვევს. რკინის საუკეთესო წყარო წითელი ხორცია.

ღრძილებიდან სისხლდენა, მშრალი კანი, ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, სისხლჩაქცევები

ეს C ვიტამინის ნაკლებობაა. ეს ვიტამინი ძალიან საჭიროა. თუ C ვიტამინი არ იქნება, არ იქნება არც კოლაგენი, ანუ ქსოვილის ყველაზე მკვრივი ცილა. ბევრს მხოლოდ ლიმონი და მანდარინი ჰგონია C ვიტამინის წყარო. ასე არ არის. მისი წყაროა ბროკოლი, კივი, მარწყვი.

იხილეთ სრულად

myquiz