როგორი ამინდები იქნება ნოემბერში და როდის უნდა ველოდოთ ყინვების დაწყებას? | Allnews.Ge

როგორი ამინდები იქნება ნოემბერში და როდის უნდა ველოდოთ ყინვების დაწყებას?

საქართველოში მიმდინარე დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განგვიცხადა:

"დასავლეთ საქართველოში ხვალ დილამდე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. შემდეგ კი გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოშიც ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა კი, დაახლოებით ერთნაირია და დღის საათებში 11-16 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +15 გრადუსამდე იქნება. 3 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა დაფიქსირდეს. ტემპერატურა მოიმატებს და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში კი 3 ნოემბერს +17 გრადუსია ნავარაუდევი. 4 ნოემბერს ამინდი კვლავ უარესდება, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა კი 12-17 გრადუსის ფარგლებში იქნება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

5 ნოემბერს კვლავ გამოიდარებს. ძირითადად, არასტაბილური ამინდია, მაგრამ ჯერჯერობით ტემპერატურს მკვეთრი ვარდნა არ ფიქსირდება. ღამის საათებში საქართველოს მაღალმთიან რაიონებში -5 - 0 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი." - გვითხრა სვეტლანა ნიორაძემ. იხილეთ სრულად

myquiz