როგორია "ნორმალური სქესობრივი ცხოვრება" ?
რამდენად ხშირად აქვთ ადამიანებს სექსი? BBC Future-ის მიმომხილველმა გაარკვია, რამდენად ფართოა ადამიანთა სექსუალური სურვილების და ქცევის სპექტრი.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ სექსუალურობა - საკმაოდ რთული ცნებაა. ადამიანთა გემოვნება ამ საკითხში განსხვავდება ისევე, როგორც მაგალითად კულინარიაში.
ამიტომ "ნორმალური" სქესობრივი ცხოვრების აღწერა ფუჭია: მრავალფეროვნება იმდენად დიდია, რომ არცერთი სტატისტიკური მონაცემი არ იქნება ბოლომდე სარწმუნო.
ეს სტატისტიკა 21-ე საუკუნეში სქესობრივი ცხოვრების მრავალფეროვნების ზოგადი მაჩვენებელია.
რამდენად სურთ ადამიანებს სექსი?
სქესობრივ ლტოლვას ყველა არ გრძნობს. 0,4-3% მამაკაცი და ქალი ასექსუალურია.
ვისთან აქვთ ადამიანებს სექსი?
- მუდმივ პარტნიორებთან - 53%;
- ნაცნობებთან - 24%;
- მეგობრებთან - 12%;
- უცნობ ადამიანებთან - 9%;
- სექსმუშაკებთან - 2%.
რამდენად ხშირად აქვთ ადამიანებს სექსი?
- 1-3-ჯერ კვირაში - 40%;
- 1-2-ჯერ თვეში - 28%;
- არცერთხელ ბოლო წლის განმავლობაში - 18%;
- ერთხელ წელიწადში - 8%;
- 4-ჯერ ან მეტჯერ კვირაში - 6,5%.
რამდენ ხანს გრძელდება სქესობრივი აქტი?
- ჰომოსექსუალი ქალები - 30-45 წუთი;
- ჰეტეროსექსუალი წყვილები - 15-30 წუთი;
- ჰომოსექსუალი კაცები - 15-30 წუთი.
ადამიანების რა რაოდენობა სიმულირებს ორგაზმს?
- მამაკაცები - 25%;
- ქალები - 50%.