ცნობილია, ვინ არის კურიერი გოგონა, რომლის ფოტომ გუშინ, სოციალური ქსელი მოიცვა | Allnews.Ge

ცნობილია, ვინ არის კურიერი გოგონა, რომლის ფოტომ გუშინ, სოციალური ქსელი მოიცვა

გუშინ სოციალურ გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანდა, რომ გოგონა ჩვილ ბავშვთან ერთად "გლოვოს" კურიერად მუშაობდა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უამრავი ადამიანი დაინტერესდა, ვინ არის ეს გოგონა. როგორც ირკვევა, ის 26 წლის დარიაა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

"გამარჯობა. რადგან უამრავი ჩემი მეგობარი აზიარებს ფოტოს და სურს გაიგოს სუპერ დედიკოს ვინაობა, ვინც ასე ძალიან ცდილობს მის შვილებზე ზრუნვას, გეტყვით რომ ეს გოგონა დარიაა 26 წლის , ძალიან ყოჩაღი და მაგარი დედა.

ჩემი მრავალჯერ ხსენებული და შექებული. ორი შვილი ჰყავს, ბიჭი 1 წლის და 4 თვის, რომელიც ფოტოზე ნახეთ და გოგონა 8 წლის. ბევრი რამ გამოიარეს, ცდილობს ძალიან, რომ მის შვილებს სტაბილური შემოსავალი ჰქონდეთ. ჩემს მეგობრებს ყველას გემახსოვრებათ მისი ისტორია…

ზედმეტად რომ არაფერი დავამძიმო, ავრორას, დარიას შვილის დაბადების დღე მოდის.

ყოველ წელს ვცდილობთ მის გახარებას. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, ვუთითებ მის ანგარიშის ნომერს.

საქართველოს ბანკი GE43BG0000000525927634

ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანი დაინტერესდა მათი ისტორიით. იხილეთ სრულად