თხილის მწარმოებელი ფერმერები 500-ლარიან აგრობარათებს მიიღებენ - მთავრობის გადაწყვეტილება | Allnews.Ge

თხილის მწარმოებელი ფერმერები 500-ლარიან აგრობარათებს მიიღებენ - მთავრობის გადაწყვეტილება

თხილის მწარმოებელი ფერმერები 500-ლარიან აგრობარათებს მიიღებენ - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„2021 წელს თხილის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წელს სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, (ეს იყო პირველ რიგში კლიმატური პირობები, საექსპორტო ღირებულების და მოთხოვნის შემცირება) ფერმერებმა ვერ მიიღეს სათანადო შემოსავალი. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ჩვენ ფერმერებს, ვინც აწარმოებს თხილს, რომ მათ მომავალ წელს, გაზაფხულიდან შეძლონ და განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც ხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის გათვალისწინებული.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ დავეხმარებით სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელიც სარგებლობს, 0,2 ჰექტარიდან 3 ჰექტრამდე თხილის ფართობით, (აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში) ჩვენ მივცემთ 1 ჰექტრამდე გადაანგარიშებით 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რომელსაც აგრობარათების სახით მიიღებენ. ბარათის გამოყენებას შეძლებენ სხვადასხვა საქონლის შესყიდვისთვის, რაც თხილის მოსავლის მოსავლელად არის გათვალისწინებული. იხილეთ სრულად

myquiz