ვინ არის პოპულარული ვიდეოების ავტორი, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს
ირაკლი ჟვანია ფიტნესინსტრუქტორი და ამავდროულად, კონტენტ კრეატორია. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია და უამრავი ადამიანი აზიარებს.
ირაკლი ხშირად მშობლების ყველაზე ცნობილ ფრაზებსა და გამონათქვამებს აცოცხლებს, თავად ირგებს სხვადასხვა როლს და სახალისო კონტენტს ქმნის, მაყურებლისგან კი ბევრ დადებით ემოციასა და შეფასებას იღებს. უფრო ვრცლად მოგვიყვება, როგორ ცხოვრობს სოციალური ქსელების მიღმა და საიდან გაჩნდნენ მისი პოპულარული პერსონაჟები:
-პირველი ვიდეო 1 წლის წინ გადავიღე და უბრალოდ ავტვირთე ტიკტოკზე. 1 დღეში ნახევარი მილიონი ნახვა მოაგროვა. ხალხს ძალიან მოეწონა, მას მერე არ გავჩერებულვარ და ვქმნი კონტენტს. ვცდილობ, მოზარდებზე კარგი გავლენა ვიქონიო. არც ერთ ჩემს ვიდეოში ცენზურა დარღვეული არ არის და არც რაიმე ცუდია წახალისებული. ეს ჩემი სტილი არ არის.
-როგორია საზოგადოების გამოხმაურება, უარყოფითი კომენტარები თუ იწერება და რას უპასუხებდით მათ ავტორებს?
- ერთ-ერთი გამორჩეული ვარ იმ კუთხით, რომ ჰეითერები, უარყოფითი კომენტარების ავტორები არ მყავს. ეგეთი შემთხვევა არც მახსენდება.
- სოციალური ქსელის მიღმა როგორია თქვენი ცხოვრება, რისი გაკეთება გიყვართ?
- 10 წელია, ფიტნესით ვარ დაკავებული. ძალიან მიყვარს ვარჯიში. მიყვარს, როცა ხალხს უანგაროდ ვეხმარები და დამიჯერეთ, ამ 10 წლის მანძილზე ბევრი ადამიანი დავაყენე ფეხზე. სინამდვილეში, ტიკტოკერზე უფრო კარგი ტრენერი ვარ (იცინის). მიყვარს კითხვა და როგორც კი საშუალება მაქვს, მე და წიგნი მარტო ვრჩებით. იხილეთ სრულად