სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთში მიმავალი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა | Allnews.Ge

სარფის საბაჟოზე საქართველოდან თურქეთში მიმავალი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა

სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში შე­სულ მა­მა­კაცს მე­ბა­ჟე­ებ­მა ჩხრე­კი­სას პა­ტა­რა ხის ყუ­თებ­ში ჩას­მუ­ლი 1100 ფუტ­კა­რი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სხე­ულ­ზე ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი.

თურ­ქუ­ლი მე­დია ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით იუ­წყე­ბა, რომ მა­მა­კაცს შე­სა­ბა­მი­სი სა­ბუ­თე­ბი ჰქონ­და და სარ­ფის სა­სა­ზღვრო პუნ­ქტზე სკა­ნი­რე­ბა გა­ი­ა­რა, თუმ­ცა სა­ბა­ჟო სამ­მარ­თვე­ლოს კონ­ტრა­ბან­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ეჭ­ვო საქ­ცი­ე­ლის გამო გა­ა­ჩე­რეს და სვი­ტე­რის ქვეშ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ყუ­თე­ბი აღ­მო­უ­ჩი­ნეს, რომ­ლებ­შიც 1100 ფუტ­კა­რი იყო - თი­თო­ში ერთი დედა და ცხრა მუშა ფუტ­კა­რი. აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი და­კა­ვე­ბუ­ლია.