მოსალოდნელია მცირე წვიმა და ქარი- როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში?
28 ოქტომბერს ქუთაისში +17 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
მესტიაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +14, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +16 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.
რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღსით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი.