სავანე, რომელიც სამი შვილის დედამ სიონში მოაწყო | Allnews.Ge

სავანე, რომელიც სამი შვილის დედამ სიონში მოაწყო

„მრავალწლიანი განშორების მიუხედავად, ყოველთვის ვგრძნობდი გენეტიკურ ბმას სიონთან და მინდოდა დაბრუნება“, - ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი დერმატო-ვენეროლოგმა ლიკა ზურაბიშვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად, მშობლიურ სოფელში, სიონში ულამაზესი კოტეჯები დადგა და მყუდრო დასასვებენ ადგილად აქცია. ეზო, სახლის, კოტეჯების ინტერიერი და დიზაინი ლიკას ეკუთვნით. ხშირად ცვლის სხვადასხვა დეტალს, რათა გარემომ ხიბლი არ დაკარგოს და ერთფეროვანი არ გახდეს.

312663196-489296883128327-6856111852680041805-n-1666769325.jpg

- მყავს მეუღლე და სამი შვილი. მამაჩემის წინაპრები ცხოვრობდნენ სიონში. მამაჩემის მამა სკოლის დირექტორი იყო, ბებია - რუსულის მასწავლებელი. მამამ სკოლა იქ დაამთავდა. სამწუხაროდ, დედა ნაადრევად გარდაეცვალა და ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. სიონში აღარ დაგვრჩა საცხოვრებელი, მაგრამ რაღაც გენეტიკური ბმა ყოველთვის გვქონდა, გული სულ მოგვიწევდა ამ ულამაზესი ადგილისკენ. მამას მეგობრები, კლასელები, ბევრი ცხოვრობს სიონში და როცა ჩავდიოდით, გულითადად გვიმასპინძლდებოდნენ, მაგარმ სულ გვინდოდა საკუთარი სახლი.

312715019-430388235834870-3018994962018163350-n-1666769347.jpg

როცა უკვე ოჯახი შევქმენი, შვილები მეყოლა, გადავწყვიტეთ, ჩვენი კერა გვქონოდა, სადაც ზაფხულობით ბავშვებს დასვენების შესაძლებლობა ექნებოდათ. 2014 წელს შევიძინეთ სახლი კარკასულ მდგომარეობაში. ცენტრთან ახლოს მდებარეობს, თან ივრის ულამაზესი ხედი იშლება. თითქოს კუნძულზეა აღმართული, იქვე მდინარე ჩამოდის, რაც განსაკუთრებულ ელფერს ჰმატებს გარემოს. ერთი სიტყვით, ძალიან მომეწონა ადგილმდებარეობა და შევიძინეთ. დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთება. ძალიან მინდოდა ტერასა, რომელიც მდინარეზე იქნებოდა გადაკიდებული და საიდანაც ლამაზი ბუნების ხედი გაიშლებოდა. ისე ვიყავი ამ ეზოთი მოხიბლული, პირველ რიგში ეზოს გაკეთება დავიწყე. იხილეთ სრულად