2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება - რა ეღირება ახალი ნომრის აღება ან აღდგენა? | Allnews.Ge

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება - რა ეღირება ახალი ნომრის აღება ან აღდგენა?

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის თანმდევი სამი კანონპროექტი განიხილა.

ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებია. კანონპროექტი გულისხმობს ავტომანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასურის ზრდას. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ თითქმის სამმაგდება ავტომობილის პირველად რეგისტრაციის საფასურიც.

კერძოდ, ცვლილების თანახმად:

  • სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად იქნება 100 ლარი;
  • ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი;
  • ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა − 35 ლარის ნაცვლად გახდება 80 ლარი.

იხილეთ სრულად

myquiz