როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
23 ოქტომბერს ქუთაისში +21 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.
ბათუმში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +9 გრადუსია, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ღამის განმავლობაში, სინოპტიკოსები მესტიაში თოვლჭყაპს ვარაუდობენ.
ახალციხეში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
გორში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. +18 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი.
თელავში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო დღე, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
რუსთავში უმეტესად უნალექო დღეა ნავარაუდევი. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უმეტესად უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.