როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე" | Allnews.Ge

როგორ დაამტკიცეს მთავარ როლზე პოპულარულ სერიალში ნანუკა სტამბოლიშვილი და რას ჰყვება "თურქულ თავგადასავალზე"

ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი დღეს ყვე­ლამ იცის. ბა­თუ­მე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის "სხვი­სი შვი­ლის" მთა­ვა­რი გმი­რია. ნა­ნუ­კას­თვის ეს პირ­ვე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო გა­მოც­დი­ლე­ბა და პირ­ვე­ლი რო­ლია. თა­ვი­სი "თურ­ქუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლის" შე­სა­ხებ მან გა­და­ცე­მა­ში "სტუმ­რად ნო­ეს­თან" ისა­უბ­რა.

ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი:

- პირ­ველ რიგ­ში, მე ვარ დედა, შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე, უკვე მსა­ხი­ო­ბი, ეკო­ნო­მის­ტი და უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან რთუ­ლია ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან მო­შო­რე­ბით ყოფ­ნა. ამ­დე­ნი ხანი მათ­გან შორს ჯერ არ­სად არ წავ­სულ­ვარ, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, უკვე მზად ვი­ყა­ვი ამის­თვის. ახლა რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც ვარ ჩემი შვი­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა. მოვა დრო, როცა ჩემს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ვი­სა­უბ­რებ ამ თე­მა­ზე, ეს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეხე­ბა, სულ სხვა თე­მაა. ჩემი შვი­ლი გვაძ­ლი­ე­რებს ჩვენ. ჩემი თა­ი­სია ან­გე­ლო­ზია, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, დე.

ბა­თუმ­ში და­ვი­ბა­დე, ულა­მა­ზეს ქა­ლაქ­ში. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ ამით. მად­ლო­ბა ოჯახს, ლაღი ბავ­შვო­ბის­თვის. დიდი ოჯა­ხი მაქვს და იღ­ბლი­ა­ნი ვარ.13 წლის ასა­კი­დან და­ვი­წყე ცეკ­ვა. წელ­ში მოხ­რი­ლი დავ­დი­ო­დი და მშობ­ლებ­მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამი­ტომ მი­ი­ღეს. ხე­ლოვ­ნე­ბის კუ­თხით უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ ბა­თუმ­ში.

nanuka-86246-1666595293.jpg

გვა­რის შე­სა­ხებ

"სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ქარ­თუ­ლი გვა­რია, ქო­ბუ­ლე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ ლეღ­ვა­დან. ამ გვარ­მა ძა­ლი­ან დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. ბევ­რი წერ­და, რომ გა­და­ვირ­ქვი, რად­გან სტამ­ბოლ­ში ჩა­მო­ვე­დი. ბევ­რი ის­ტო­რია მსმე­ნია ჩემ გვარ­ზე, მაგ­რამ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს. დე­დის მხრი­დან, ჩემი ბა­ბუს დედა იყო თურ­ქე­თი­დან."

თურ­ქეთ­ში ჩას­ვა და "სულ სხვა რე­ა­ლო­ბა"

სულ სხვა რე­ა­ლო­ბა­ში გა­ვიღ­ვი­ძე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ქვე­ყა­ნა, ახა­ლი ენა, ადა­მი­ა­ნე­ბი. მე დავ­ტო­ვე ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, ქა­ლა­ქი, ვარ ოჯა­ხის­გან შორს და და­ვი­წყე ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, მსა­ხი­ო­ბო­ბა. ეს არის პირ­ვე­ლი როლი ჩემ­თვის, თან მთა­ვა­რი, რაც ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაა.

ბოლო ორი-სამი წელი თურ­ქე­თი­დან მო­დი­ო­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ. თა­ვი­დან რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­სმა გა­მო­მი­წე­რა, და­ინ­ტე­რეს­დნენ, რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მი­ჭირ­და, ბევ­რი მი­ზე­ზი იყო, ენის ბა­რი­ე­რი, ამ სფე­რო­ში გა­მო­უც­დებ­ლო­ბა, შიში, უნ­დობ­ლო­ბა. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და ბა­ტო­ნი ჰა­ნო­ზე­ნი, სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა და დიდ სტი­მულს მაძ­ლევს და უბ­რა­ლოდ ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლია. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უცებ მი­ვი­ღე, ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამა­ში ჩემ­მა მე­უღ­ლემ. მად­ლო­ბა მას ამის­თვის, რად­გან ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.

1111nanuka-40689-1666595389.jpg

რო­დე­საც უკან გიდ­გას კლდე­სა­ვით ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სუფ­ლად და იმე­დი­ა­ნად აკე­თებ. 16 წლის ვი­ყა­ვი რომ გა­ვი­ცა­ნი (სა­უბ­რობს მე­უღ­ლის შე­სა­ხებ), ცეკ­ვის ან­სამ­ბლი­დან გას­ტროლ­ზე მივ­დი­ო­დით. იმ პე­რი­ოდ­ში ჩემი მე­უღ­ლის მამა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი იყო და თა­ვი­სი შვი­ლი, ლაშა მგე­ლა­ძე გა­მოგ­ვა­ყო­ლა. 20 წლის ასა­კამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და შემ­დეგ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ლა­შაც ეკო­ნო­მის­ტია, მუ­შა­ობს მე­რი­ა­ში. ახლა ქო­ნე­ბის მარ­თვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია. პა­ტივ­ცე­მუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია. ყო­ველ­თვის მა­ო­ცებს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, ესეც ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, არ ვე­ლო­დი. ხში­რად ჩა­მო­დის ხოლ­მე.

მო­ლო­დი­ნის გა­რე­შე და დღე­ვან­დე­ლი დღით ვცხოვ­რობ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი მინ­და, მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ა­ლია "სხვი­სი შვი­ლი“. დიდი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბაა, რად­გან ხალ­ხი შეჩ­ვე­უ­ლია წინა მსა­ხი­ობს, დიდ პა­ტივს ვცემ მას, რად­გან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და შრო­მა ჩადო სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში. და­ახ­ლო­ე­ბით 30 ქვე­ყა­ნა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ. ავი­ღე ეს დიდი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა და იმე­დი მაქვს, ღირ­სე­უ­ლად გა­ვარ­თმევ თავს. იხილეთ სრულად

myquiz