პანიკა ოსეთში: მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რეგიონში რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ | Allnews.Ge

პანიკა ოსეთში: მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით რეგიონში რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობენ

21 სექ­ტემ­ბერს, რუ­სეთ­ში ნა­წი­ლობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ოსი, რო­მელ­საც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, რუ­სე­თი­დან ცხინ­ვალ­ში არ შე­უშ­ვეს, რად­გან რუ­სეთ­ში სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვის გამო მო­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში გაწ­ვე­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, სა­კი­თხი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის პარ­ლა­მენ­ტმა გა­ნი­ხი­ლა. "სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის", ზაზა დრი­ა­ე­ვის უწყე­ბამ რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ნოტა გა­უგ­ზავ­ნა, სა­ი­და­ნაც უპა­სუ­ხეს, რომ გაწ­ვე­ვა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე ყვე­ლა იმ პირს შე­ე­ხე­ბა, ვინც შე­სა­ბა­მის მო­თხოვ­ნებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. პირ­ველ რიგ­ში მათ, ვი­საც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვთ, არ აქვთ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ასა­კი ხელს უწყობს.

ამ ფაქტს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში (ასე­ვე, აფხა­ზეთ­შიც) აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა, რად­გან თავ­და­პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხედ­რო მო­ბი­ლი­ზა­ცია მათ არ უნდა შე­ხე­ბო­დათ, თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბას თა­ვი­დან­ვე ეჭ­ვით უყუ­რებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით ბევრ კი­თხვას სვამ­დნენ ისი­ნი, ვი­საც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს. ბოლო ხა­ნებ­ში და­ი­წყო იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ნა­წი­ლი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და...

"სრუ­ლი­ად აშ­კა­რაა, რომ რუ­სე­თი მა­ინ­ცდა­მა­ინც წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვერ ახორ­ცი­ე­ლებს სამ­ხედ­რო გაწ­ვე­ვას... ეს ზემო ლარსთან, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­დამ­სვლელ­თა რი­გებ­საც ეტყო­ბა, სა­დაც ხალ­ხმრავ­ლო­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ შემ­ცირ­და, რაც მო­ბი­ლუ­რი სამ­ხედ­რო კო­მი­სა­რი­ა­ტი გახ­სნეს. გარ­და ამი­სა, ქვე­და ზა­რა­მაგ­შიც გა­და­წყვი­ტეს სამ­ხედ­რო პუნ­ქტის გახ­სნა, რომ ხალ­ხი არ გა­ექ­ცეთ. ანუ მოს­კოვ­სა და პე­ტერ­ბურგს ხელს არ აკა­რე­ბენ, რე­გი­ო­ნებს და­ე­რივ­ნენ, ჩვენ­ნა­ი­რე­ბის ხარ­ჯზე...

ზოგს უკ­ვირს, რა­ტომ ამ­ბო­ბენ უარს რუ­სულ პას­პორ­ტებ­ზე, პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია, იმი­ტომ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა რუ­სე­თის მიერ ამ­გვარ რეს­პუბ­ლი­კებ­ში გა­ცე­მუ­ლი პას­პორ­ტე­ბი დაბ­ლო­კა, ანუ ისი­ნი, ვინც ევ­რო­პა­ში და­დი­ოდ­ნენ, ვერ წავ­ლენ, მე­ო­რეს მხრივ რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის ქონა ომში წას­ვლის საფრ­თხეს­თან ასო­ცირ­დე­ბა, ჰოდა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, რომ სი­ცო­ცხლეს ვირ­ჩევთ" - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფსევ­დო­ნი­მით მე­რის ირის­ტო­ნი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ახა­ლი ნა­კა­დის ომში გაშ­ვე­ბა რე­გი­ო­ნის­თვის კა­ტას­ტრო­ფის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან ჯერ კი­დევ ახ­სოვთ ფრონ­ტის ხა­ზი­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ფრა­ზა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ამ ომში რუ­სე­თი და­მარ­ცხდე­ბა... ისი­ნი ისე შე­უშ­ვეს ომში, რომ არც შე­სა­ბა­მი­სი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ჰქონ­დათ და აღარც კვე­ბა. ახლა კი, ზამ­თარ­ში, ეს სა­კი­თხი კი­დევ უფრო მწვავ­დე­ბა და გა­რის­კვა არა­ვის სურს. იხილეთ სრულად

myquiz