ვჭამთ ყველაფერს, რაც მოგვინდება და ვიკლებთ წონაში - რა არის კალორიული დეფიციტი?
ყველამ იცის, რომ წონის კლების მთავარი პირობა მიღებული კალორიების რაოდენობის შემცირებაა, მაგრამ საკუთარი სურვილით ჭამის აკრძალვითა და პოპულარული დიეტების გამოყენებით სასურველ შედეგს ნამდვილად ვერ მიაღწევთ. პირიქით, შესაძლოა ამით თქვენს ჯანმრთელობას დიდი ზიანი მიაყენოთ, ამიტომაც საკვები რაციონი გონივრულად და დიდი სიფრთხილით უნდა შეზღუდოთ.
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, კალორიული დეფიციტი არის განსხვავება კალორიებს შორის, რომლებსაც მიირთმევთ და კალორიებს, რომლებსაც დღიურად ხარჯავთ, წვავთ. ენერგიის ხარჯვა არამხოლოდ აისახება თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, არამედ ხელს შუწყობს მეტაბოლურ პროცესებს, რის შედეგადაც მარტივად ხდება ზედმეტი ცხიმის წვა.
ამრიგად, კალორიული დეფიციტი შეიძლება შეიქმნას ორ შემთხვევაში:
- ხშირი ფიზიკური აქტივობა;
- შეზღუდეთ საკვები რაციონი თქვენ პარამტრებზე მორგებული კალორიული დეფიციტის მიხედვით.
როგორ გამოვთვალოთ ჩვენთვის დასაშვები კალორიების მიღების დღიური ნორმა?
დაგეხმარებათ mkurnali.ge-ს მიერ შექმნილი ონლაინ კალკულატორი. აუცილებელია მოცემულ ცხრილში მიუთითოთ თქვენი სქესი, ასაკი, წონა, სიმაღლე და ფიზიკური დატვირთვა.
მიღებული რიცხვების შემდეგ, თქვენ შეძლებთ მიირთვათ თქვენთის სასურველი პროდუქტი, ოღონდ მცირე რაოდენობით. აუცილებელია პროდუქტები გადაანაწილოთ ისე, რომ ჩაეტიოთ დღიურ კალორიულ ნორმაში.ამ დიეტის უპირატესობაა ის, რომ ჭამთ ყველაფერს, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. შესაბამისად მონატრებული პროდუქტის გადაჭარბებული რაოდენობით მიღების შანსი ნაკლებია. იხილეთ სრულად