რა კონტრაბანდული ხერხებით ყიდიან რუსები უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს | Allnews.Ge

რა კონტრაბანდული ხერხებით ყიდიან რუსები უკრაინიდან მოპარულ მარცვლეულს

რამდენიმე თვეა, პატარა რუსული სატვირთო გემი, Amur 2501 საეჭვო მარშრუტით მოძრაობს შავ ზღვაში.

გემი აგროვებს ხორბალს არა მხოლოდ რუსული აზოვის პორტიდან, არამედ სანქცირებული ყირიმიდან, სევასტოპოლის ნავსადგურიდანაც. უკრაინული მხარის თანახმად, კრემლის ჯარისკაცები სწორედ ამ ნავსადგურიდან იპარავენ საქონელს.

მოგზაურობისას Amur 2501-ის რამდენიმე ადგილას უჩინარდება და მისი ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლებელი ხდება, შემდეგ კი ჩნდება რუსული კავკაზის პორტის მისადგომებთან, სადაც ის მონაწილეობას იღებს მრავალი გემისგან შემდგარ გადაზიდვებში. Amur 2501-დან ტვირთის მიღების შემდეგ ეს ხომალდები მიემართებიან იმგვარი ქვეყნებისკენ, როგორებიცაა ლიბია და ირანი.

საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი მოპოვებული სატელიტური სურათებიდან, რომლებიც გემების ტრაექტორიას ასახავს, ასკვნის, რომ რუსი ექსპორტიორების საქონლით უკანონო ვაჭრობის შუაგულში სწორედ Amur 2501-ია.

ექსპორტიორები ერთმანეთში ურევენ სხვადასხვა პორტიდან და გემიდან მიღებულ ხორბალს თუ ქერს, რათა დამალონ მათი წარმოშობა და ასე მიჰყიდონ დიდი ოდენობით მარცვლეული იმ ქვეყნებს, რომლებსაც ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

960x-1-1666176541-1666243091.jpg

Amur 2501 ბოსფორის სრუტეში, თურქეთი, 2013.

პუტინის ომმა ეჭვის ქვეშ დააყენა შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტი, მოსალოდნელია, რომ მოთხოვნა და ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზე დარჩება, რაც უკანონო ვაჭრობას კიდევ უფრო ზრდის. რუსეთის თანახმად, სექტემბერში უკრაინის 4 ტერიტორიის ანექსიის შედეგად დამატებით 5 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს მიიღებენ, რაც ასევე ხელს აძლევს ექსპორტიორებს უფრო ღიად გადაზიდონ საქონელი სევასტოპოლიდან.

ომამდე რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის ექსპორტის მეოთხედი მოდიოდა, ომის საწყის ეტაპზე უკრაინის პორტები ჩაიკეტა, ივლისში უსაფრთხო კორიდორის შექმნის შემდეგ კი ქვეყნიდან ექსპორტი განახლდა, თუმცა წინა წელთან შედარებით მაინც 36%-ით ნაკლებია. კონფლიქტის გამძაფრება ზრდის საფრთხეს, რომ ერთ თვეში, ვადის გავლის შემდეგ შეთანხმება არ განახლდება. განაგრძეთ კითხვა