რა დაადგინა გამოძიებამ- პროკურატურის განცხადება ვაკის პარკის ტრაგედიაზე | Allnews.Ge

რა დაადგინა გამოძიებამ- პროკურატურის განცხადება ვაკის პარკის ტრაგედიაზე

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვა­კის პარ­კის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბულ 9 პირს ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­დეს.

გა­ე­ცა­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას:"პრო­კუ­რა­ტუ­რამ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის, სა­წარ­მო­ში ჩა­დე­ნი­ლი გულ­გრი­ლო­ბის, სა­მუ­შაო წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის, დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბის და გა­სა­ღე­ბის ფაქ­ტებ­ზე 9 პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბა წა­რედ­გი­ნათ თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს, შპს "გრინ­სერ­ვი­სი +“-ის დი­რექ­ტორს, ამა­ვე კომ­პა­ნი­ის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელს და ერთ თა­ნამ­შრო­მელს, შპს "გრინ­სერ­ვი­სი +“-ის ქვე­კონ­რაქ­ტო­რი ფირ­მის - "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს წარ­მო­მად­გე­ნელს, "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ორ ხე­ლო­სანს და შპს "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს დი­რექ­ტორს და ექ­სპერტს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­იკ­ვე­თა ორი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეპი­ზო­დი:

პირ­ვე­ლი: 2021 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს, ქ.თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და "გრინ­სერ­ვი­სი +“-ს შო­რის გა­ფორმ­და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის სა­გან­საც წარ­მო­ად­გენ­და თბი­ლის­ში, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი შად­რევ­ნე­ბის და კას­კა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.2022 წლის 26 აგ­ვის­ტოს, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, რომ­ლი­თაც მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­მა ჩა­ი­ბა­რა ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, 2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, "გრინ­სერ­ვი­სი +“-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერს სი­ტყვი­ე­რად მოს­თხო­ვა, რომ ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­ზე და­მა­ტე­ბით ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ გარ­კვე­უ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, კერ­ძოდ უჟან­გა­ვი თეთ­რი ფე­რის თუ­ნუ­ქის მა­სა­ლით შე­ე­ფუ­თათ ელექტრო ძრავ­ზე და­ერ­თე­ბუ­ლი შავი ფე­რის წყლის მი­ლე­ბი."

გრინ­სერ­ვი­სი +“-ის პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯერ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და "გრინ­სერ­ვი­სი +“-ის დი­რექ­ტორს, რომ­ლის მი­თი­თე­ბი­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შაო ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ფირ­მის "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს წარ­მო­მად­გე­ნელს შე­უკ­ვე­თეს. ამ უკა­ნას­კნელ­მა თა­ვის მხრივ, სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ორ ხე­ლო­სანს და­ა­ვა­ლა.

სა­მუ­შა­ოს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და კონ­ტრო­ლი კი, "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელს უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა.22 სექ­ტემ­ბერს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ხე­ლოს­ნე­ბი მი­ვიდ­ნენ ცენ­ტრა­ლურ შად­რე­ვან­თან, მი­ი­ტა­ნეს შე­სა­ფუ­თი თუ­ნუ­ქის მა­სა­ლა და და­ი­წყეს სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ხე­ლოს­ნებ­მა და­არ­ღვი­ეს სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, კერ­ძოდ წყლის მი­ლებ­ზე უჟან­გა­ვი თუ­ნუ­ქის მორ­გე­ბის მიზ­ნით, მოხ­სნეს ელექტრო ძრა­ვის შე­სა­ფუ­თი ლი­თო­ნის ცხა­უ­რი, რომ­ლის უკან და­მაგ­რე­ბი­სას ბე­ტო­ნის ზე­და­პირ­სა და ლი­თო­ნის ცხა­ურს შო­რის მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო კა­ბე­ლი მო­ა­ყო­ლეს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, და­ზი­ან­და ელექტრო კა­ბე­ლის იზო­ლა­ცია და მოხ­და დე­ნის წყალ­ში გა­ჟონ­ვა.

"გრინ სერ­ვის+"-ის დი­რექ­ტორ­მა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­რე­შე წა­რუდ­გი­ნა მე­რი­ის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურს, ხოლო მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­ი­ღო შე­სა­ბა­მი­სი ინ­სპექ­ტი­რე­ბის გა­რე­შე.თა­ვის მხრივ, "გრინ სერ­ვის +"-ის ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი ფირ­მის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ გა­და­ა­მოწ­მა მის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ხე­ლოს­ნე­ბის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო. ხოლო, "გრინ სერ­ვის +"-ის სა­მუ­შა­ო­თა მწარ­მო­ე­ბელ­მა არ გა­უ­წია შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტრო­ლი აღ­ნიშ­ნულ საქ­მი­ა­ნო­ბას.აღ­ნიშ­ნულ პირ­თა მიერ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბის ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მოვ­ლე­ნი­ლი იქ­ნე­ბო­და ელექტრო სა­დე­ნის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტი და თა­ვი­დან იქ­ნე­ბო­და აცი­ლე­ბუ­ლი დამ­დგა­რი შე­დე­გი.

2022 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს, ვა­კის პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მი­სულ მო­ზარ­დებს, თა­მა­შის დროს შად­რევ­ნის აუზ­ში ბურ­თი გა­და­უ­ვარ­დათ. ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად წყალ­ში ჩა­სულ­მა ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძემ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი კა­ბე­ლი­დან წყალ­ზე გა­და­სუ­ლი დე­ნის­გან ელექტრო ტრავ­მა მი­ი­ღეს, რის შე­დე­გა­დაც შე­უძ­ლოდ გახ­დნენ და აუზ­ში წა­იქ­ცნენ. მე­გობ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად აუზ­ში მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი ჩა­ვი­და, რო­მელ­მაც ასე­ვე ელექტრო ტრავ­მა მი­ი­ღო, რის შე­დე­გა­დაც შე­უძ­ლოდ გახ­და. ბავ­შვე­ბი აუ­ზი­დან იქვე მყოფ­მა ვა­კის პარ­კის მე­ბა­ღემ დევი მე­ზურ­ნიშ­ვილ­მა ამო­იყ­ვა­ნა, რის შემ­დე­გაც ისი­ნი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ან­დრია ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და ლა­ზა­რე ლობ­ჟა­ნი­ძემ კი, მი­ი­ღეს ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს 342-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია); "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტორს - 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (გულ­გრი­ლო­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია), "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის საქ­მის მწარ­მო­ე­ბელს და "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნის“ წარ­მო­მად­გე­ნელს - 220-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (გულ­გრი­ლო­ბა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია); "ნიუ მე­ტალ დი­ზა­ი­ნი“-ს მიერ და­ქი­რა­ვე­ბულ ორ ხე­ლო­სანს - 240-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით (სა­მუ­შაო წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რუდ­გი­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით, მე­ო­რე ეპი­ზოდ­ზე დად­გე­ნი­ლია, რომ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­სა და "გრინ­სერ­ვი­სი +“-ს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­ფორ­მე­ბი­სას, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლი იყო წა­რედ­გი­ნა ფორ­მა N2 და ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს ან სხვა აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პი­რის მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის და მი­წო­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­თან და პრო­ექტთან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ზე და ხა­რისხზე.2022 წლის აგ­ვის­ტო­ში, "გრინ­სერ­ვის+“-მა შე­ას­რუ­ლა შად­რევ­ნე­ბის და კას­კა­დის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ნა­წი­ლი და შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნის მომ­ზა­დე­ბის მიზ­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შპს "მშენ-ექ­სპერტთან“ გა­ა­ფორ­მა."მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს ინ­სპექ­ტორ­მა და ტექ­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა შე­ის­წავ­ლეს მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა და­ნა­ხარ­ჯებ­თან, ხოლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­თან და წე­სებ­თან მათ არ შე­უს­წავ­ლი­ათ.აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, "მშენ - ექ­სპერ­ტი"-ს ინ­სპექ­ტორ­მა და ტექ­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა მო­ამ­ზა­დეს დას­კვნის პრო­ექ­ტი და 19 აგ­ვის­ტოს გა­და­უგ­ზავ­ნეს "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის თა­ნამ­შრო­მელს. ეს უკა­ნას­კნე­ლი იმა­ვე დღეს, მი­ვი­და შპს "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს ოფის­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტო­რი და ტექ­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რი და­ი­თან­ხმა, რომ მათ დას­კვნა­ში შე­ე­ტა­ნათ ყალ­ბი მო­ნა­ცე­მი, თით­ქოს შე­ის­წავ­ლეს სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბაც მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­თან და წე­სებ­თან, სა­ნაც­ვლოდ კი და­პირ­და, რომ მათ კომ­პა­ნი­ას­თან საქ­მი­ან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებ­დნენ.25 აგ­ვის­ტოს,

"მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ად­გი­ნეს ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი, კერ­ძოდ ინ­სპექ­ტი­რე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი ან­გა­რი­ში, რომ­ლის დას­კვნით ნა­წილ­ში შე­ი­ტა­ნეს ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, რომ თით­ქოს­და შე­ის­წავ­ლეს და და­ად­გი­ნეს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სამ­შე­ნებ­ლო ნორ­მებ­თან და წე­სებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტი "გრინ­სერ­ვის+“-ის დი­რექ­ტორ­მა, მე­რი­ის გა­რე­მოს დაც­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქ­ტის გა­ფორ­მე­ბის მიზ­ნით წა­რად­გი­ნა.

აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბა "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის დი­რექ­ტორს 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა); "გრინ­სერ­ვი­სი+“-ის თა­ნამ­შრო­მელს - 25,362 მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა­ში წა­ქე­ზე­ბა), "მშენ-ექ­სპერ­ტი“-ს დი­რექ­ტორს და ამა­ვე კომ­პა­ნი­ის ინ­სპექ­ტორს - 362-ე მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა, გა­სა­ღე­ბა) წა­რუდ­გი­ნა.აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გა­მო­კი­თხუ­ლი არი­ან საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბი, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ამო­ღე­ბუ­ლია ნივ­თი­ე­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია საქ­მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტა­ცია. და­ნიშ­ნუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ხის ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მათ შო­რის კომ­პლექ­სუ­რი ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნი­კუ­რი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, რომ­ლებ­მაც პა­სუ­ხი უნდა გას­ცეს, შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და თუ არა შედ­გე­ნი­ლი პრო­ექ­ტი და ფაქ­ტობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მუ­შა­ო­თა წარ­მო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებს. ამ­დე­ნად, სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცე­მა ყვე­ლა პირი, ვის მი­ე­რაც და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი და­დას­ტურ­დე­ბა.გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ნე­ბის­მი­ე­რი პირი, ვის მი­მარ­თაც და­მა­ტე­ბით გა­მო­იკ­ვე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ფაქ­ტი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ე­ცე­მა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში, რის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას.პრო­კუ­რა­ტუ­რა ცხრა­ვე პი­რის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს."

myquiz