როდის გამოიდარებს საქართველოში და რა ტემპერატურა გველოდება მომდევნო დღეების განმავლობაში | Allnews.Ge

როდის გამოიდარებს საქართველოში და რა ტემპერატურა გველოდება მომდევნო დღეების განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტო რამდენიმე დღის ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება:

"19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

20-21 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ქ. თბილისში 22 ოქტომბრამდე დროგამოშვებით მოიღრუბლება და იწვიმებს. 21 ოქტომბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი." - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

myquiz