ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანს და „ვარკეთილის" მეტროს ჩამონგრეულ სადგურს ექსპერტიზა ჩაუტარა | Allnews.Ge

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანს და „ვარკეთილის" მეტროს ჩამონგრეულ სადგურს ექსპერტიზა ჩაუტარა

ვაკის პარკის შადრევანსა და 2018 წლის იანვარში “ვარკეთილის” ჩამონგრეულ მეტროს სადგურს ექსპერტიზა ერთმა კომპანიამ, შპს "სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" ჩაუტარა.

შპს-ს წილის 100%-ს ერთი ადამიანი, ზურაბ ამირანაშვილი ფლობს.

ირკვევა, რომ გრინსერვის+ის“ კონტრაქტორი შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო“ შავ სიაში 2022 წლის აპრილიდან არის შეყვანილი.

გარდა აქვე კონტრაქტორობისა, კომპანიას მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერებიც. ტენდერების მონიტორის ცნობით, ,,სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ" 970 800 ლარის 5 ტენდერში გაიმარჯვა. მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება 438 354 ლარს შეადგენს. პირდაპირი შესყიდვის წესით კი 3 337 ლარის ხელშეკრულება დადო. იხილეთ სრულად

myquiz