როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
18 ოქტომბერს ქუთაისში +23 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი.
ოზურგეთში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +21 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი.
რუსთავში წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.