სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა - რას ითვალისწინებს ცვლილება და რის მიხედვით აუნაზღაურდებათ თანხა პაციენტებს? | Allnews.Ge

სამედიცინო დაწესებულებებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდა - რას ითვალისწინებს ცვლილება და რის მიხედვით აუნაზღაურდებათ თანხა პაციენტებს?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ილია ღუ­დუ­შა­ურ­მა გან­მარ­ტა, თუ რას გუ­ლის­ხმობს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დუ­ლი ჯგუ­ფე­ბით( DRG) და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლის ამოქ­მე­დე­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კონ­კრე­ტულ დი­აგ­ნოზ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლი იქ­ნე­ბა ტა­რი­ფი და ცალ­კე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის კლი­ნი­კებს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა."მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გაქვს სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. დღემ­დე სა­ყო­ველ­თაო და­ფი­ნან­სე­ბით კონ­კრე­ტულ ჩა­რე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი იყო ტა­რი­ფი, კონ­კრე­ტულ პა­ცი­ენტს იმის მი­ხედ­ვით უნა­ზღა­ურ­დე­ბო­და თან­ხა, თუ რა ჩა­რე­ვა დას­ჭირ­დე­ბო­და. DRG-ის პრინ­ცი­პი გუ­ლის­ხმობს იმას, რომ პა­ცი­ენტს და­ფი­ნან­სე­ბა დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით უნა­ზღა­ურ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­კრე­ტულ დი­აგ­ნოზ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლი არის კონ­კრე­ტუ­ლი ტა­რი­ფი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბა, ოპე­რა­ცია, რე­ა­ნი­მა­ცია თუ ა.შ. ყვე­ლა ეს ჩა­რე­ვა უნდა გა­კეთ­დეს და სა­ხელ­მწი­ფო დი­აგ­ნო­ზის მი­ხედ­ვით უხ­დის. იც­ვლე­ბა მხო­ლოდ გა­დახ­დის პრინ­ცი­პი. გა­დახ­დის პრინ­ცი­პი არის ურ­თი­ერ­თო­ბა კლი­ნი­კებ­სა და სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის, პა­ცი­ენ­ტის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა გარ­და იმი­სა, რომ სა­ხელ­მწი­ფო ად­გენს ახა­ლი თა­მა­შის პი­რო­ბებს კლი­ნი­კე­ბის­თვის. თუ დღემ­დე კლი­ნი­კას შე­ეძ­ლო, რომ მო­ე­თხო­ვა პა­ცი­ენ­ტის­თვის თა­ნა­გა­დახ­დის გარ­და და­მა­ტე­ბი­თი და­ფი­ნან­სე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ახა­ლი მო­დე­ლი გა­ეშ­ვე­ბა, ამის უფ­ლე­ბა კლი­ნი­კას აღარ ექ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ნე­ბის­მი­ერ დი­აგ­ნოზ­ზე გან­სა­ზღვრუ­ლია ტა­რი­ფი და დად­გე­ნი­ლე­ბა­ში არის გან­სა­ზღვრუ­ლი ამ ტა­რი­ფის თა­ნა­გა­დახ­დის მო­ცუ­ლო­ბა.

"პა­ცი­ენტს ეცო­დი­ნე­ბა ფასი და გარ­კვე­უ­ლი თან­ხის ზე­ვით გა­დახ­დის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა კლი­ნი­კას არ ექ­ნე­ბა",-გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, მომ­სა­ხუ­რე­ბის დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დუ­ლი ჯგუ­ფე­ბით (DRG) და­ფი­ნან­სე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი ამოქ­მედ­დე­ბა.

myquiz