„გადადგეს კალაძე“ - ამ ლოზუნგით თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
„გადადგეს კალაძე“ - ამ ლოზუნგით დედაქალაქის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციას სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მართავენ.
ადგილზე შეკრებილების აზრით, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სხვა პირებთან ერთად კახა კალაძემაც უნდა აიღოს. შეძახილების გარდა, ისმის საყვირების ხმა.
„თბილისის მერიასთან” მობილიზებულია პოლიცია.
ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, ვაკის პარკში არსებულ ახალრეაბილიტირებულ შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.