ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც ვაკის პარკში, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული | Allnews.Ge

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც ვაკის პარკში, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული

ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელიც ვაკის პარკში, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრეა გადაღებული.

კადრებს „ტვპირველი“ ავრცელებს. ვიდეოკადრებში ჩანს 55-ე სკოლის ორი მოსწავლე ლაზარე და ანდრია, რომლებიც შადრევანში ჩადიან. კადრებში ისმის 55 -ე სკოლის მოსწავლეების ხმა -"ამოდით". კადრიდან ლაზარე ქრება, მოზარდი წყალში იძირება. ბავშვებს პანიკა ეწყებათ, ანდრია, რომელიც წყლიდან ამოდიოდა, უკან ბრუნდება და შადრევნის ცენტრისკენ მიცურავს. ის რამდენიმე წამში დენის ძლიერი დარტყმის შემდეგ ეცემა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

myquiz