რატომაა ჯანმრთელობისთვის ცუდი ღამით ჭამა? | Allnews.Ge

რატომაა ჯანმრთელობისთვის ცუდი ღამით ჭამა?

ბოსტონლმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ღამით ჭამა მავნეა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის,ზრდის რა შფოთვისა და დეპრესიის დონეს. ამის შესახებ იტყობინება ჟურნალი Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS).

მეცნიერების ექსპერიმენტში მონაწილეობდა 19 მოხალისე (12 მამაკაცი და 7 ქალი). მონაწილეებმა 4 28-საათიანი „დღის“ განმავლობაში გაიარეს იძულებითი დესინქრონიზაცია დაბალი განათების პირობებში, ისე რომ მეოთხე „დღისთვის“ მათი ქცევითი ციკლი ინვერტირებდა 12 საათზე.

კვლევის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით განაწილებულები იყვნენ ორ ჯგუფში: საკონტროლო ჯგუფი, რომელიც საკვებს 28 საათიანი ციკლით ღებულობდა (რის შედეგადაც ჭამდა როგორც დღე, ასევე ღამე, რაც ღამის ცვლაში მომუშავეებისთვის არის ტიპური) და ჯგუფი, რომელიც საკვებს 24 საათიანი ციკლით იღებდა (ჭამდა მოლოდ დღის განმავლობაში).

სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ჯგუფში რომლებიც დღე და ღამე ჭამდნენ, დეპრესიის მსგავსი განწყობის დონე 26%-ით გაიზარდა, ხოლო შფოთვის 16%-ით.

კვლევის ავტორების განცხადებით, საკვების მიღების დრო ცირკადული რითმის დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება გახდეს ადამიანების განწყობის გაუმჯობესების ახალი სტრატეგია. იხილეთ სრულად