"ამ საშინელებამ 1984 წელს თბილისის ზღვაზე დატრიალებული ტრაგედია გაგვახსენა...ისინიც 55-ელები" - ამბავი 80-იან წლების თბილისიდან | Allnews.Ge

"ამ საშინელებამ 1984 წელს თბილისის ზღვაზე დატრიალებული ტრაგედია გაგვახსენა...ისინიც 55-ელები" - ამბავი 80-იან წლების თბილისიდან

ვა­კის პარკში მომ­ხდარ­მა გა­უ­გო­ნარ­მა ტრა­გე­დი­ამ მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. ადა­მი­ა­ნე­ბი 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას გლო­ვო­ბენ. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლიც სავ­სეა სამ­ძიმ­რის ტექ­სტე­ბით...

13 ოქ­ტომ­ბრის ტრა­გე­დი­ამ თბი­ლი­სე­ლე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს, 80-იან წლებ­ში თბი­ლი­სის ზღვა­ზე მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია გა­ახ­სე­ნა, რო­მელ­საც 18-19 წლის სამი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა.

"ამ სა­ში­ნე­ლე­ბამ, რაც მოხ­და, ყვე­ლას 1984 წელს თბი­ლი­სის ზღვა­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დია გაგ­ვახ­სე­ნა. მა­ში­ნაც წყალ­ში დე­ნის არ­სე­ბო­ბით სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემი სკო­ლე­ლე­ბი, ისი­ნიც 55-ელე­ბია, ჩემი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლი კახა ჩხა­ი­ძე, მისი ძმა გო­გი­ტა და გოგ­ლი­კა ჩო­გო­ვა­ძე. ერ­თმა­ნე­თის საშ­ვე­ლად ხტე­ბოდ­ნენ იახ­ტი­დან წყალ­ში და… 19-20 წლის ბი­ჭე­ბი ვი­ღა­ცის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას შე­ე­წირ­ნენ... არც მახ­სოვს, მა­შინ ვინ­მე თუ და­ი­სა­ჯა. ალ­ბათ არა, თო­რემ გა­მახ­სენ­დე­ბო­და, არ ვიცი…

ახ­ლაც გა­მი­ახ­ლდა ის სა­ში­ნე­ლი გან­ცდა და სუ­ლის შემ­ხუ­თა­ვი ტკი­ვი­ლი… ან­გე­ლო­ზი­ვით ბავ­შვი… ღმერ­თო ჩემო... მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბით სავ­სე ვა­კის პარკში ასე მგო­ნია, ვე­ღა­რა­სო­დეს შე­ვალ… არა­და, სულ ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი ნუ­ცას­თან, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად, რო­გორ მო­მე­წო­ნა, ერთი სული მქონ­და ბო­ლომ­დე რო­დის დამ­თავ­რდე­ბო­და… ეს რამ­ხე­ლა ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და,“ - წერ­და ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­რი­ამ გე­ლაშ­ვი­ლი.

311439585-1132608057690589-4927025725084034280-n-37173-1665818578.jpg

AMBEBi.GE მა­რი­ამ გე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- მინ­და, ღრმა მწუ­ხა­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო ამ ენით აუ­წე­რე­ლი და ყოვ­ლად სუ­ლის შემ­ძვრე­ლი ფაქ­ტის გამო, რაც გუ­შინ თბი­ლის­ში მოხ­და. ნამ­დვი­ლად არ არ­სე­ბობს სი­ტყვე­ბი, რი­თაც შე­იძ­ლე­ბა, გად­მოს­ცე ეს ტრა­გე­დია და ანუ­გე­შო ოჯა­ხი. შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ აქ მხო­ლოდ დუ­მი­ლი შე­იძ­ლე­ბა და მეტი არა­ფე­რი... თუმ­ცა ოჯახს ვუ­სურ­ვებ, რა­ღაც­ნა­ი­რად გაძ­ლი­ერ­დნენ და რო­გორ­მე გა­და­ი­ტა­ნონ ეს ტრა­გე­დია... ამ ყვე­ლა­ფერს, რაც გინ­და, ის და­ვარ­ქვათ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა, ბე­დის­წე­რა, ვი­ღა­ცის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - ასე­თი რამ არ უნდა ხდე­ბო­დეს. პა­ტა­რა გო­გო­ნას ვე­ღარ და­იბ­რუ­ნებს ვე­ღარც ოჯა­ხი და ვე­ღარც სა­ზო­გა­დო­ე­ბა... ასე­თი ფაქ­ტე­ბი კა­ნონ­ზო­მი­ე­რად, სა­მარ­თლებ­რი­ვად, რო­გორც სა­ჭი­როა, ისე უნდა შე­ფას­დეს, რომ სა­მო­მავ­ლოდ მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბა აღარ მოხ­დეს...

...თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე მა­ინც ხდე­ბა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა მოვ­ძებ­ნოთ მი­ზე­ზი, რა­ტომ ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი... უბე­დურ შემ­თხვე­ვას ვე­რა­ფერს უზამ, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, სა­ჭი­როა, მი­ზე­ზე­ბი რე­ა­ლუ­რად შე­ფას­დეს.

311325510-437039775235447-8950784435982369203-n-37200-1665818606.jpg

- რო­გორც პოს­ტში წერთ, 13 ოქ­ტომ­ბრის ტრა­გე­დი­ამ თქვენ 80-იან წლებ­ში თბი­ლის­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ამ­ბა­ვი გა­გახ­სე­ნათ...

- იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" ეს პოს­ტი დავ­წე­რე. შემ­დეგ კო­მენ­ტა­რებ­ში ვნა­ხე, რომ ამ უბე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ჩემს თა­ო­ბას, იგი­ვე ემო­ცი­ე­ბი გა­უ­ჩი­ნა. გა­ახ­სენ­დათ 38 წლის წინ მომ­ხდა­რი სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი... ეს ჩვე­ნი თა­ო­ბის­თვის ენით აუ­წე­რე­ლი ტრა­გე­დია იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ასე­თი არ­ნა­ხუ­ლი ტრა­გე­დი­ე­ბი არც თუ ხში­რად ხდე­ბო­და. ამი­ტომ ის ყვე­ლა­ფე­რი ბომ­ბის გა­ხეთ­ქვას ჰგავ­და. ვერ გად­მოგ­ცემთ რო­გო­რი უბე­დუ­რე­ბა იყო და ემო­ცი­უ­რად რას გან­ვიც­დი­დით. ერთ დღეს სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭის სი­ცო­ცხლე წა­ვი­და და თით­ქოს ჩვენ­თვის ბავ­შვო­ბაც დას­რულ­და... სი­ცა­რი­ე­ლის გრძნო­ბა გაჩ­ნდა...

- რე­ა­ლუ­რად რა მოხ­და?

- მა­ი­სის თვე იყო. ხუთ­მა ბიჭ­მა, ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რებ­მა, - ვახო დუ­ჩი­ძემ, გიგი ხა­ბე­იშ­ვილ­მა, გოგ­ლი­კა ჩო­გო­ვა­ძემ და ძმებ­მა კახა და გო­გი­ტა ჩხა­ი­ძე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ერთი დღე თბი­ლი­სის ზღვა­ზე გა­ე­ტა­რე­ბი­ნათ და იახ­ტით გა­ე­სე­ირ­ნათ. კახა ჩხა­ი­ძე ჩემი პა­რა­ლე­ლუ­რი კლა­სე­ლი იყო და მათ შო­რის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სიც (თუმ­ცა ისი­ნიც ჩვენ­ზე ერთი წლით დი­დე­ბი იყ­ვნენ). თბი­ლი­სის ზღვა­ზე ასუ­ლე­ბი ზღვა­ში იახ­ტით შე­ვიდ­ნენ. ნა­პირს მოს­ცილ­დნენ თუ არა, იახ­ტა გა­ჩერ­და, რა­ღაც წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გაჩ­ნდა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნა­პირ­ზე ჩა­მო­წყვე­ტი­ლი ყო­ფი­ლა დე­ნის კა­ბე­ლი, რომ­ლის ბოლო წყალ­ში იყო ჩაგ­დე­ბუ­ლი. კა­ბელ­ში დენი გა­დი­ო­და... ბი­ჭე­ბი უყუ­რებ­დნენ იახ­ტას და ფიქ­რობ­დნენ, რა შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო, მერე იახ­ტის ქვეშ შე­ცუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს... რო­გორც გად­მო­ცე­მით ვიცი, ჯერ გოგ­ლი­კა გა­დახ­ტა, რო­მელ­საც მა­ლე­ვე შე­ე­ტყო, რომ რა­ღაც და­ე­მარ­თა. ამან ბი­ჭებ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია. მე­გობ­რე­ბი ვერ ხვდე­ბოდ­ნენ, რა ხდე­ბო­და და წყალ­ში საშ­ვე­ლად ზე­დი­ზედ ხტე­ბოდ­ნენ. იახ­ტის გემ­ბან­ზე მხო­ლოდ სტრე­სის­გან და შო­კის­გან გა­შე­შე­ბუ­ლი ვახო დუ­ჩი­ძე დარ­ჩა. 4 ბიჭი კი დე­ნით გა­მა­ვალ წყალ­ში აღ­მოჩ­ნდა... ძმე­ბი ჩხა­ი­ძე­ე­ბი და გოგ­ლი­კა ჩო­გო­ვა­ძე იქვე და­ი­ღუპ­ნენ, ვერ უშ­ვე­ლეს, გიგი ხა­ბე­იშ­ვი­ლი კი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz