როგორია ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ერთი ბავშვი მართვით სუნთქვაზე რჩება | Allnews.Ge

როგორია ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას დაშავებული მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა - ერთი ბავშვი მართვით სუნთქვაზე რჩება

"ბავ­შვი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე რჩე­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია", - უთხრეს ambebi.ge -ს "ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში", სა­დაც ვა­კის პარკში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­ზარ­დია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. მე­ო­რე ბავ­შვი კი იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­შია, სა­დაც აცხა­დე­ბენ, რომ ბავ­შვის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბევ­რად უკე­თე­სია, არ სა­ჭი­რო­ებს მარ­თვით სუნ­თქვას. "მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლეს არა­ფე­რი ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ­თან რჩე­ბა", - გა­ნა­ცხა­დეს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

ცნო­ბის­თვის, 13 ოქ­ტომ­ბერს, ახალ­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, შად­რე­ვან­ში სამი ბავ­შვი ბურ­თის ამო­სა­ტა­ნად ჩა­ვი­და, რა დრო­საც მათ დენ­მა და­არ­ტყა. ბავ­შვე­ბი კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა. ერთ-ერთი ბავ­შვის, 13 წლის მა­რი­ტა მე­ფა­რიშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა თა­ვი­დან­ვე მძი­მე იყო და ის ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ერთი ბავ­შვი ამ დრომ­დე იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა, ერთი კი - "ნიუ ჰოს­პი­ტალსში".