რა დაუჯდა მერიას ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია? | Allnews.Ge

რა დაუჯდა მერიას ვაკის პარკში არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაცია?

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, კასკადის კონსტრუქცია იმავე მასალითა და ვიზუალით განახლდა, რაც ისტორიულად არსებობდა.

მერიის ცნობით, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია. ჯამში, კი ვაკის პარკის განახლების პროექტი, გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩათვლით 33 000 000 ლარს შეადგენს.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, შპს გრინსერვის+-მა შეასრულა. იხილეთ სრულად

myquiz