"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა | Allnews.Ge

"პასუხისმგებლობა კერძო კომპანიასა და მერიაზე თანაბრად ნაწილდება" - რას აცხადებს მშენებლობის ექსპერტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, რასაც მოზარდი ემსხვერპლა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ ვა­კის პარკში, სა­დაც თა­მა­ში­სას, ბავ­შვებს ბურ­თი შად­რე­ვან­ში ჩა­უ­ვარ­დათ, მის ამო­სა­ღე­ბად შად­რე­ვან­ში ჩა­სულ მო­ზარდს და მის და­სახ­მა­რებ­ლად ჩა­სულ მის თა­ნა­ტოლს დენ­მა და­არ­ტყა. მათ­გან ერთი - 13 წლის გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა.

"პირ­ვე­ლი პა­ცი­ენ­ტის, ბი­ჭის მდგო­მა­რე­ო­ბის დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბა მოხ­და. გა­დაყ­ვა­ნი­ლია პრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გო­ნას, შე­მო­ვი­და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბით. რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. და­ფიქ­სირ­და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სიკ­ვდი­ლი" - გა­ნა­ცხა­და ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექიმ­მა.

თბი­ლი­სის მერ­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან გა­ი­გო და თქვა, რომ სა­კითხს "მო­ი­კი­თხა­ვენ".

ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვა­ზე, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია თუ არა რის­კე­ბი, მან ასე უპა­სუ­ხა:

"ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ეს მო­ე­თხო­ვე­ბა შე­სა­ბა­მის კომ­პა­ნი­ებს, ვინც მუ­შა­ობ­და", - თქვა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა მომ­ხდარ­ზე სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა პრო­ექ­ტის შემ­სრუ­ლე­ბელ კერ­ძო კომ­პა­ნი­ას და­ა­კის­რა, თუმ­ცა დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, მე­რია მის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვერ გა­ექ­ცე­ვა. მშე­ნებ­ლო­ბის და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, არ­ქი­ტექ­ტო­რი­სა და ექ­სპერ­ტის მე­რაბ ჩხენ­კე­ლის შე­ფა­სე­ბით, ამ ტრა­გე­დი­ა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და მე­რი­ა­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა.

"რას ნიშ­ნავს შად­რე­ვან­ში ბავ­შვი ჩა­ვი­და და დენ­მა და­არ­ტყა?! ეს რო­გორ უნდა მომ­ხდა­რი­ყო? აქ შე­იძ­ლე­ბა იყოს თვი­თონ პრო­ექ­ტის ხარ­ვე­ზი, არა­ი­ზო­ლი­რე­ბუ­ლი ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზის ხარ­ვე­ზი და კი­დევ სხვა მი­ზე­ზე­ბი. ახლა და­ნამ­დვი­ლე­ბით იმის თქმა, რა მოხ­და, რთუ­ლია. თუმ­ცა, რო­გორც არ უნდა იყოს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­სა და მე­რი­ა­ზე. და­ვუშ­ვათ კომ­პა­ნი­ას მო­უ­ვი­და შეც­დო­მა, მე­რი­ამ ხომ უნდა ჩა­ი­ბა­როს ეს პრო­ექ­ტი და შე­ა­მოწ­მოს?!" - აცხა­დებს AMBEBI,GE -სთან არ­ქი­ტექ­ტო­რი.

ვა­კის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ექტს შპს "ელემ­სი" ახორ­ცი­ე­ლებს. ჩვენ ვცდი­ლობთ მათ­თან და­კავ­ში­რე­ბას, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ა­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენს ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

ვა­კის პარ­კის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტში სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან 33 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბა. მხო­ლოდ მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი 6 500 000 ლარს შე­ად­გენს.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 240-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ობი­ექ­ტზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე ან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

myquiz