ვაკის პარკის აღდგენის პროექტი, რომელიც 33 მილიონ ლარამდე დაჯდა, ზაფხულში დასრულდება: კალაძე პარკის რეაბილიტირებული ნაწილის ფოტოებს აქვეყნებს | Allnews.Ge

ვაკის პარკის აღდგენის პროექტი, რომელიც 33 მილიონ ლარამდე დაჯდა, ზაფხულში დასრულდება: კალაძე პარკის რეაბილიტირებული ნაწილის ფოტოებს აქვეყნებს

ვა­კის პარ­კის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტი ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა. დე­და­ქა­ლა­ქის მერი კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლის ფო­ტო­ებს. რო­გორც იგი აღ­ნიშ­ნავს, აღ­დგე­ნი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ველ და მე­ო­რე ეტაპ­ზე ჩა­ტარ­და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­ე­წყო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი და სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი. პარკს და­ე­მა­ტა ახა­ლი ზო­ნე­ბი. მოხ­და მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია.

vakis-parki1-82396-1665647779.jpg

"ვა­კის პარ­კის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტი გა­სულ წელს და­ვი­წყეთ. გვინ­და, რომ ეს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი სივ­რცე, რო­მე­ლიც ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ჩვე­ნი ქა­ლა­ქის­თვის, მთლი­ა­ნად მო­წეს­რიგ­დეს. სა­მუ­შა­ო­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე, გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და, მო­ე­წყო და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე­ე­ბი და სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი. პარკს და­ე­მა­ტა ახა­ლი ზო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ასე­ვე მო­წეს­რიგ­და. სა­მუ­შა­ო­ე­ბის მე­ო­რე ეტა­პი იყო მცი­რე კას­კა­დი­სა და მრგვა­ლი შად­რევ­ნის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რო­მე­ლიც დას­რულ­და და ულა­მა­ზე­სი გა­მო­ვი­და. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერს და ამ ქა­ლაქ­ში მცხოვ­რებს, რომ ვა­კის პარ­კი იბ­რუ­ნებს თა­ვის სი­ლა­მა­ზეს და ცო­ცხლდე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რო­დე­საც სა­მუ­შა­ო­ე­ბი მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა და ძი­რი­თა­დი კას­კა­დის რე­ა­ბი­ლა­ტი­აც მოხ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ად­გი­ლი თავ­შეყ­რის, დას­ვე­ნე­ბი­სა და გან­ტვირ­თვის­თვის. გარ­და ამი­სა, რად­გან ამ სივ­რცით ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ბავ­შვე­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი ზონა და­ვა­მა­ტოთ, სა­დაც და­მა­ტე­ბით ახა­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი მო­ე­წყო­ბა." - წერს დე­და­ქა­ლა­ქის მერი "ფე­ის­ბუქ­ში".

vake3-82593-1665647798.jpg

კახა კა­ლა­ძის მო­ად­გი­ლის თქმით, პარ­კის აღ­დგე­ნა-რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია გამ­წვა­ნე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩათ­ვლით, ზა­ფხულ­ში დას­რულ­დე­ბა. იხილეთ სრულად

myquiz