რა თანხა დახარჯა მერიამ წელს მუნიციპალური ტრანსპორტის პარკირების საშვებისთვის
დედაქალაქის მერიამ წელს მუნიციპალური ტრანსპორტისთვის 30 ერთეული ზონალურ-პარკირების საშვი იყიდა. საერთო ჯამში კი, 13 500 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტიდან ,,ბიზნესპრესნიუსის" მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაში წერია.
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ მუნიციპალური ავტომობილისათვის მიმდინარე წელს შეიძინა 14 ცალი 50-ლარიანი და 16 ცალი 800-ლარიანი ზონალური პარკირების საშვი, დროის მონაკვეთის მიხედვით მათ შორის: 1-ლი ივლისიდან 26 სექტემბრამდე 16 ცალი 800 ლარიანი ზონალური პარკირების საშვი", - აცხადებენ მერიაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის ივნისში რადიო „პალიტრასა“ და „პალიტანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, რომ - თუ თანამშრომელი ღირებულია, დამსაქმებელს შეუძლია უყიდოს ზონალურ-საათობრივი პარკირების აბონემენტი. თვეში დაახლოებით 65 ლარი გამოდის. იხილეთ სრულად