"მანქანას, სავარაუდოდ, საწვავი შეასხეს" - რას ჰყვება წალენჯიხის მერის მოადგილე? | Allnews.Ge

"მანქანას, სავარაუდოდ, საწვავი შეასხეს" - რას ჰყვება წალენჯიხის მერის მოადგილე?

წა­ლენ­ჯი­ხის მე­რი­ა­ში, მე­რის, გია ხარ­ჩი­ლა­ვას ავ­ტო­მან­ქა­ნის დაწ­ვას მის პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­ში­რე­ბენ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მე­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ბელ­ქა­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ფიქ­სირ­დე­ბა კვა­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მან­ქა­ნას საწ­ვა­ვი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შე­ას­ხეს.

"შემ­თხვე­ვა გვი­ან მოხ­და. ბავ­შვებს გა­უ­გი­ათ ხმა. მან­ქა­ნა სახ­ლის წინ ეყე­ნა და როცა გა­რეთ გა­ვიდ­ნენ, უკვე ცე­ცხლი ეკი­და. მთლი­ა­ნად არის დამ­წვა­რი. მომ­ხდარს მის საქ­მი­ა­ნო­ბას ვუ­კავ­ში­რებთ. ის არ არის მორ­ჩი­ლი მერი“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ ბელ­ქა­ნი­ამ.

შს სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 187-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

myquiz