"კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს" - რა საფრთხეზე საუბრობს ანა­ლი­ტი­კო­სი? | Allnews.Ge

"კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს" - რა საფრთხეზე საუბრობს ანა­ლი­ტი­კო­სი?

მას შემ­დეგ, რაც პუ­ტინ­მა მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად შე­მო­დი­ან რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. რუ­სე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბის ნა­წი­ლი ჩი­ვის, რომ მათ მე­სა­ზღვრე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან და მი­ზე­ზის აუხ­სნე­ლად უკან აბ­რუ­ნე­ბენ. რა მოჰ­ყვე­ბა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლას, რა საფრ­თხის შემ­ცვე­ლია ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლე­ბის აქ ყოფ­ნა, ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე ანა­ლი­ტი­კო­სი მა­მუ­კა არე­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, უკ­რა­ი­ნა მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს და­იბ­რუ­ნოს თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, ნელ-ნელა რუ­სე­თის გავ­ლე­ნა სუს­ტდე­ბა. ხომ არ გა­მო­იწ­ვევს ეს თუნ­დაც კა­დი­რო­ვის გავ­ლე­ნის და­სუს­ტე­ბა­საც ჩეჩ­ნეთ­ში?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რომ გას­ცე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის მა­გა­ლით­ზე, უნდა იცო­დე იქა­უ­რი სო­ცი­უ­მის ცხოვ­რე­ბის წესი. სო­ცი­უ­მი­სა და სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­ნაქ­მნე­ბის ცხოვ­რე­ბის წესი აგე­ბუ­ლია კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე, გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ და­ღეს­ტა­ნია. ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში კლა­ნია, რო­მე­ლიც კრემ­ლის დიდი კე­თილ­გან­წყო­ბით სარ­გებ­ლობს, ფი­ნან­სე­ბიც იქი­დან მის­დით და კლა­ნის­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სია ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შეც­ვლა, ამი­ტომ ას­რუ­ლე­ბენ მოს­კო­ვის ყვე­ლა და­ვა­ლე­ბას. ჯერ კი­დევ ელ­ცი­ნის დროს შექ­მნეს ხე­ლოვ­ნუ­რი ბი­უ­ჯე­ტუ­რი დე­ფი­ცი­ტი შვი­დი­ვე რეს­პუბ­ლი­კა­ში - ცენ­ტრი იძ­ლე­ვა ფულს, თვი­თონ კი არ გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ. უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ბი­უ­ჯე­ტის 40-45% გა­მო­ი­მუ­შა­ონ, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში 10-12%, რო­გორც აფხა­ზეთ­შია. თუ ეს არ ექ­ნე­ბათ, სა­ხელ­მწი­ფო წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ქა­ოს­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა. ამი­ტომ იქ მოს­კო­ვის გავ­ლე­ნა შე­სუს­ტდაო, ამის თქმა ნა­ად­რე­ვია, მაგ­რამ შე­სუს­ტდა ავ­ტო­რი­ტე­ტი, ში­შის სინ­დრო­მი. 7 რეს­პუბ­ლი­კი­დან, სულ მცი­რე, 5-ში საპ­რო­ტეს­ტო გან­წყო­ბაა - ყა­ბარ­დო-ბალ­ყა­რეთ­ში, ადი­ღე­ში, ყარ­ა­ჩაი-ჩერ­ქე­ზეთ­ში, ინ­გუ­შეთ­სა და და­ღეს­ტან­ში. ორში - ჩეჩ­ნეთ­ში, სპე­ცი­ფი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა, ყვე­ლა­ფერს კა­დი­რო­ვის ჯგუ­ფი გა­ნა­გებს, ხოლო ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი მოს­კოვ­ზეა მიბ­მუ­ლი. ის უფრო ლო­ი­ა­ლუ­რია მო­სახ­ლე­ო­ბა-ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნად. ჩრდი­ლო ოსეთ­სა და და­ღეს­ტან­ში არა­ად­გი­ლობ­რი­ვი პი­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში. ეს და­ღეს­ტან­ში იმის­თვის გა­კეთ­და, რომ და­ე­ბა­ლან­სე­ბი­ნათ სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი კლა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა, ამი­ტომ სხვა რე­გი­ო­ნი­დან შე­მო­იყ­ვა­ნეს ადა­მი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ოსეთს, იქ რუსი და­ნიშ­ნეს, რათა უფრო აქ­ტი­უ­რად გა­ა­კონ­ტრო­ლონ რე­გი­ო­ნი. რუ­სია, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნუ­ლი გვა­რით. ოსე­ბი ლო­ი­ა­ლუ­რე­ბი არი­ან მოს­კო­ვის მი­მართ, რად­გან კარ­გად იცი­ან, რომ იქი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში კარ­გი დღე არ და­ად­გე­ბათ, ისი­ნი ხომ მი­ტა­ცე­ბულ ყა­ბარ­დო­ე­ლე­ბი­სა და ინ­გუ­შე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩეჩ­ნეთს, იქ სხვა ვი­თა­რე­ბაა. დიდი ხა­ნია მოს­კო­ვის გავ­ლე­ნა იქ შე­სუს­ტე­ბუ­ლია და ავ­ტო­რი­ტე­ტი შერ­ყე­უ­ლია, სა­მა­გი­ე­როდ, კრემ­ლის მე­ფის­ნაც­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბაა უაღ­რე­სად ძლი­ე­რი. კა­დი­როვ­მა შექ­მნა ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც სხვა აზ­რის გა­ჭა­ჭა­ნე­ბის გამო სიკ­ვდი­ლი გე­მუქ­რე­ბა ადა­მი­ანს, უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში, წა­მე­ბა. ამი­ტომ გა­იქ­ცა იქი­დან უამ­რა­ვი ჩე­ჩე­ნი და ვინც დარ­ჩა, ისი­ნი ხმის ამო­ღე­ბას ვერ ბე­და­ვენ.

- ანუ ჩეჩ­ნეთ­ში ვი­თა­რე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა?

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­რი­ცხუ­ლია. თუ რუ­სე­თი და­მარ­ცხდე­ბა და კრემ­ლის გავ­ლე­ნა მო­ის­პო­ბა, შე­იძ­ლე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რად მოხ­დეს რა­ღაც. კა­დი­როვს და­ახ­ლო­ე­ბით 70 000-კა­ცი­ა­ნი ჯარი ჰყავს: ზოგი სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რა­შია, ზოგი პი­რა­დი გვარ­დი­აა, ზოგი თავ­დაც­ვა­შია, ზოგი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში, მაგ­რამ ისი­ნი ნო­მი­ნა­ლუ­რად ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან თა­ვი­ანთ ფე­დე­რა­ლურ სტრუქ­ტუ­რებს, ყვე­ლა­ნი კა­დი­როვ­ზე არი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ ჯა­რით მას შე­უძ­ლია ძა­ლი­ან იო­ლად გა­უმკლავ­დეს რო­გორც თა­ვის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ტი­ვო­ბე­ბის წევ­რებს. ერ­თა­დერ­თი ძალა, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბო­და კა­დი­როვს, ის­ლა­მის­ტე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ისი­ნი კა­დი­როვ­მა წელ­ში გა­და­ტე­ხა - შექ­მნა ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ლა­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რი­თაც რე­ლი­გი­უ­რად და­უ­პი­რის­პირ­და ის­ლა­მის­ტებს, ფი­ზი­კუ­რად კი, რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ომი გა­მო­უ­ცხა­და და მოს­პო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz