მოგლეჯილი ხეები, წყალმოვარდნები, მეწყერი: რა ხდება წალენჯიხაში? ფოტოები სტიქიის ზონიდან
უამინდობამ სამეგრელოში პრობლემები შექმნა.სტიქიამ ხეები ფესვიანად მოგლიჯა, რის გამოც, ჩაიხერგა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა,სადაც მოძრაობა ორივე მხრიდან აკრძალულია.
გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა წალენჯიხის სხვადასხვა ტერიტორიაზეც. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და დაზიანდა გზები.
წალენჯიხაში შექმნილ ვითარებაზე წერს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა:
"ბოლო წლების ყველაზე ძლიერი სტიქია-წყალმოვარდნები, მეწყერები...ყველა ზარს ვპასუხობთ, რწმუნებულები მოქმედებენ, შტაბი სრული დატვირთვით მუშაობს.
მაქსიმუმს ვასწრებთ...სტიქიის ლიკვიდაციაში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა Ძალიან ორგანიზებულად თქვენ გვერდით იქნება", - წერს ხარჩილავა "ფეისბუქზე" და ასევე სტიქიის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს.