იცით, რით აზიანებს სარეცხ მანქანას სწრაფი რეცხვის რეჟიმი? | Allnews.Ge

იცით, რით აზიანებს სარეცხ მანქანას სწრაფი რეცხვის რეჟიმი?

სარეცხი მანქანის სწრაფი რეცხვის რეჟიმი ყოველდღიური მოხმარებისთვის არ გამოდგება. რატომ?სწრაფი რეცხვის რეჟიმი სარეცხის მანქანის ყველა მოდელს აქვს. რამდენიმე ვარიანტი: 30-40 გრადუსის რეჟიმი და სპეციალური ღილაკი. სწრაფი რეცხვის ღილაკი რეცხვის ნებისმიერ რეჟიმს 30 %-ით ამოკლებს.

რატომ არის ეს სახიფათო?

ლოგინის თეთრეული და პირსახოცები აუცილებლად სრული ციკლით უნდა გაირეცხოს, არანაკლებ 60 გრადუსი ტემპერატურისა. საქმე ის არის, რომ მიკრობთა უმეტესობა მხოლოდ 50 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე ნადგურდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ოჯახებისთვის, სადაც არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები ზოგადად რეცხვის დროის შემცირება მოქმედებს ეფექტურობაზე, სწრაფი რეცხვა ინტენსიური რეცხვაა, რომელიც აზიანებს შალს, აბრეშუმს და სხვა დელიკატურ ქსოვილებს. ქსოვილი მალე ზიანდება, ეკარგება გარეგნული იერსახე.

რატომ ვნებს მანქანას?

დიდი ზომის სარეცხი ერთად გროვდება, ამ რეჟიმს არ აქვს საკმარისი დრო იმისათვის, რომ სარეცხი თანაბრად გადანაწილდეს დოლურაში. ასეთ დროს რეცხვის პროცესი ბევრად უფრო ხმაურიანია, ვიდრე სხვა რეჟიმით რეცხვის დროს. სწრაფი რეცხვა მანქანის მომსახურების ხანგრძლივობას კი არ ახანგრძლივებს, არამედ ამცირებს. იხილეთ სრულად

myquiz