ვინ არის დემნა გვასალიას მუზა, ფინელი მოდელი სიარულის არასტანდარტული მანერით? | Allnews.Ge

ვინ არის დემნა გვასალიას მუზა, ფინელი მოდელი სიარულის არასტანდარტული მანერით?

"მე ვერ ვი­ტან ჩარ­ჩო­ებს", - ეს Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას სი­ტყვე­ბია. მისი ნა­მუ­შევ­რე­ბის, შო­უ­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას რაც შე­იძ­ლე­ბა პირ­ველ რიგ­ში თქვათ, ესაა "ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გაქ­ცე­ვა." დემ­ნამ მო­დის სამ­ყა­რო შეც­ვა­ლა და მბრწყი­ნავ, გლა­მუ­რულ მა­ღალ მო­დას სულ სხვაგ­ვა­რი ეს­თე­ტი­კა შეს­თა­ვა­ზა, ეს­თე­ტი­კა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან იღებს.

მან მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი სტი­ლი შე­ი­ტა­ნა და რაც მთა­ვა­რია, ტრენ­დად და­ამ­კვიდ­რა, რო­მელ­საც ადრე ყუ­რა­დღე­ბას არა­ვინ მი­აქ­ცევ­და - ჩვენ რომ "ლი­ლოს ჩან­თებს" ვე­ძა­ხით, ის რაც სი­ღა­რი­ბე­ას­თან, მძი­მე ცხოვ­რე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა, მან მა­ღალ მო­დად აქ­ცია, დემ­ნამ აჩ­ვე­ნა მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მათ გვერ­დით სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, რომ­ლებ­საც ისი­ნი ვერ, ან არ ხე­და­ვენ.

გარ­და ნა­მუ­შევ­რე­ბი­სა და შო­უ­ე­ბი­სა, Balenciaga-ს კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი აქ­ცენტს აკე­თებს არას­ტან­დარ­ტუ­ლი ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე მო­დე­ლებ­ზე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი იქ­მნე­ბა მთლი­ა­ნო­ბა, Balenciaga-სთვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა, რაც მოს­წონთ და რა­ზეც შოუს შემ­დეგ, კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რო­ბენ.

Balenciaga-ს მო­დე­ლე­ბი­დან ერთ-ერთი, რო­მე­ლიც პო­დი­უმ­ზე ყო­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნი­სას იპყრობს ყუ­რა­დღე­ბას, ფი­ნე­ლი ვინ­ტუ მე­სა­ლაა. მე­სა­ლა "ბა­ლენ­სი­ა­გას" "ტა­ლა­ხის შო­უ­ზეც" გა­მო­ირ­ჩე­ო­და და მისი გა­მოს­ვლის ვი­დეო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ფა­ვო­რი­ტი გახ­და.

z28988309icrminttu-vesala-w-finale-pokazu-balenciagi-35545-1665037585.jpg

"ფი­ნე­ლებ­მა ვე­სა­ლას ტა­ლახ­ში სი­ა­რულ­თან სა­ერ­თო იპო­ვეს: ასე და­დის ყვე­ლა ფი­ნე­ლი ზამ­თარ­ში სამ­სა­ხუ­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე", - წერს ფი­ნუ­რი გა­მო­ცე­მა Helsing Sanomat მინ­ტუს სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რის შე­ფა­სე­ბი­სას.

არას­ტან­დარ­ტუ­ლი ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე მო­დე­ლი, რო­მელ­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა აქვს, Balenciaga-ს ყო­ვე­ლი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა. მინ­ტუ ვე­სა­ლა პრო­ფე­სი­ით სტი­ლის­ტია, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ის ბრენდმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მუზა გახ­და. რო­გორც ჩანს. პა­ტი­ვის­ცე­მა მო­დელ­სა და დი­ზა­ი­ნერს შო­რის ორ­მხრი­ვია. მინ­ტუ ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს დემ­ნა­ზე და მის გუნ­დზე.

tumblr-60fc2e7bdd487409591e72990221bf34-5706b9b9-1280-48224-1665037606.jpg

ფი­ნე­ლი სტი­ლის­ტი, რო­გორც თვი­თონ ყვე­ბა, 2020 წელს Balenciaga-ს ქას­თინ­გის ხელ­მძღვა­ნელ­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით იპო­ვა.

იხილეთ სრულად

myquiz