რა გამოკვლევებს უფინანსებს თბილისის მერია მოქალაქეებს - ნახეთ დეტალური ჩამონათვალი
ქალაქ თბილისის მერია მოქალაქეებისათვის დაავადებათა სკრინინგის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ადამანებს კონკრეტულ საავადმყოფოებში უფასო გამოკვლევებს სთავაზობენ.
რას მოიცავს 2022 წლის ქვეპროგრამა?
ქვეპროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
- მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით) და ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
- საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
- გინეკოლოგის გასინჯვას და პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით;
- პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიურ კვლევას;საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.
- პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;