"7 თვის წინ წავედი ომში... დამიქვეითდა მეხსიერება, დალაგებულად ვეღარ ვსაუბრობ" - რას წერს უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი? | Allnews.Ge

"7 თვის წინ წავედი ომში... დამიქვეითდა მეხსიერება, დალაგებულად ვეღარ ვსაუბრობ" - რას წერს უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი?

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. თორ­ნი­კე გო­გუ­ა­ძე წერს, რომ შვი­დი თვეა, რაც უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ემო­ცი­უ­რად აღ­წერს ფრონ­ტის ხაზ­ზე გა­ტა­რე­ბულ რთულ დღე­ებს. თუმ­ცა ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ოპ­ტი­მის­ტუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი და მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა ომს იგებს და მალე, სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ხვდე­ბით...

თორ­ნი­კე გო­გუ­ა­ძე:

- შვი­დი თვის წინ ჩე­მო­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში და მას მერე ერთი დღეც არ მქო­ნია მშვი­დი და ადა­მი­ა­ნუ­რი. შვი­დი თვეა, ჩემი ცხოვ­რე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რუ­სებ­თან ფი­ზი­კუ­რად ბრძო­ლას­თან და ამ ბრძო­ლა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი დავ­კარ­გე უკვე.

დავ­კარ­გე ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი მე­გობ­რე­ბი, დავ­კარ­გე ჯან­მრთე­ლო­ბა, დავ­კარ­გე სიმ­შვი­დე, და­მიქ­ვე­ით­და მეხ­სი­ე­რე­ბა, ტყე-ღრე­სა და სი­ცი­ვე­ში ძი­ლი­სა თუ ცხოვ­რე­ბის­გან და­მი­ზი­ან­და თირკმე­ლე­ბი, ან­გი­ნა კი ქრო­ნი­კულ­ში გა­და­მი­ვი­და. არას­წო­რი კვე­ბის რე­ჟი­მი­სა და არე­უ­ლი საკ­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის გამო და­მი­ზი­ან­და კუჭი და ისე­დაც სუს­ტი კბი­ლე­ბი. მი­ჭირს ისე სხარ­ტად და და­ლა­გე­ბუ­ლად სა­უ­ბა­რი, რო­გორც ომამ­დე შე­მეძ­ლო და, ვფიქ­რობ, რომ როცა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მო­ვიც­ლი, ბევ­რი რამ გა­მო­მიჟღავ­ნდე­ბა კი­დევ.

მაგ­რამ ადა­მი­ა­ნო­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ფი­ცე­ბით, როცა მოვ­დი­ო­დი, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ასეა!

ყო­ველ მი­სი­ა­ზე მზად ვი­ყა­ვი, და­მე­კარ­გა კი­დუ­რე­ბი, თვა­ლის სი­ნათ­ლე, მე­ტყვე­ლე­ბა, სმე­ნა და თვით სი­ცო­ცხლეც, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის.

თა­ვი­სუ­ფალ დროს თვა­ლებს ვხუ­ჭავ­დი და წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რო­გო­რია იყო უსი­ნათ­ლო ან ვცდი­ლობ­დი, დღე ისე გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, რომ მხო­ლოდ ერთი ხელი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ყუ­რებს თი­თით და­ვი­ცობ­დი ხოლ­მე, რომ გა­მე­გო, რა შეგ­რძნე­ბაა, როცა არა­ფე­რი გეს­მის.

როცა ჩა­მო­ვე­დი, უკ­რა­ი­ნას ძა­ლი­ან უჭირ­და. რუ­სე­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ორ სა­უ­კუ­ნე­ზე მე­ტია ტან­ჯავს და ანად­გუ­რებს, უკ­რა­ი­ნა­საც იმა­ვეს უპი­რებ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რულ­მა და უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის სიბ­რა­ლულ­მა ჩა­მო­მიყ­ვა­ნა აქ და ეს გრძნო­ბა ასაზ­რდო­ებ­და ჩემს თი­თო­ე­ულ დღეს, ყვე­ლა ნა­ბიჯს.

ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა სხვაგ­ვა­რია: უკ­რა­ი­ნას აღარ უჭირს, პი­რი­ქით, უკ­რა­ი­ნა ომს იგებს!

ახლა სა­ქარ­თვე­ლოს უჭირს ძა­ლი­ან და მე უკვე აღარ შე­მიძ­ლია ორ ფრონტზე ბრძო­ლა. ფი­ზი­კუ­რად აქ ვარ, გო­ნე­ბით კი - თქვენ­თან.

ამი­ტო­მაც მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე და ჩემი ფსი­ქო­სო­მა­ტუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, ცოდ­ნა და უნა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას მო­ვახ­მა­რო.

მე სხვა გზა, სხვა მი­ზა­ნი ცხოვ­რე­ბა­ში აღარ მაქვს. ჩემი ოც­ნე­ბა თუ მო­მავ­ლის მიზ­ნე­ბი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თველ ხალ­ხს უკავ­შირ­დე­ბა და ამ ბრძო­ლა­ში სი­ცო­ცხლე­საც დავ­თმობ.

გი­ხუ­ტებთ და გე­ფე­რე­ბით თი­თო­ე­ულ თქვენ­განს !

სულ მალე შევ­ხვდე­ბით...

myquiz